თუ ეს ხმა დადებითია და შენს კეთილ გეგმებზე, კეთილ განწყონაზე, ადამიანების სიყვარულზე, წინსვლაზე და ახალი საქმის კეთებაზე გესაუბრება, თუ შინაგანი ხმა წარმატების, მატერიალური გაუმჯობესების, ბედნიერების მოსაპოვებელ გეგმებს გკარნახობს, მოუსმინე და დაუჯერე. მერე, შინაგანი ხმის კარნახი გაიაზრე, რეალობაში გადმოიტანე და მხოლოდ ერთ რამეზე იფიქრე, შენმა ყველა ქმედებამ, მარტო შენ კი არა, სხვაც უნდა გააბედნიეროს.
ეს არის ის საიდუმლო, რასაც ადამიანები ხშირად ვერ ხსნიან, ვერ ხვდებიან, რომ კეთილი ხმა, სასიცოცხლო დადებითი ენერგიაა და გააზრებაა საჭირო.
თუ შენი შინაგანი ხმა გესაუბრება წყენაზე, ტკივილზე, იმედ გაცრუებაზე, უიმედობაზე, ღალატზე, შურზე და მტრობაზე, უნდა მიხვდე, რომ უარყოფითი ველის გავლების ქვეშ ხარ და ძალაუნებურად იწყებ ფიქრს, რომ მტრები გყავს, ყველა შენ გებრძვის, ყველა შენს წინააღმდეგაა, ყველას შენი შურს და ყველა შენ გერჩის.
ამ დროს ადამიანის ორგანიზმში იბუდებს უარყოფითი ძალა, რომელიც ანგრევს ჯანმრთელობას და ამცირებს სასიცოცხლო ენერგიას.
ეჭვები ანგრევს ფსიქიკას, ანადგურებს საღ აზრს და ღუპავს მომავალს.
მოუსმინე შინაგან ხმას, გაიაზრე, გაანალიზე, დაფიქრდი, გაარჩიე, დაალაგე და შემდეგ იმოქმედე.
ადამიანები ხშირად აკეთებენ იმას რაც სიამოვნებთ და უხარიათ იმ მომენტში, მაგრამ არ უფიქრდებიან ამ სიამოვნებას და სიხარულს მერე რა მოყვება.
კარგია და სწორია, თუ წინდახედულად და გონივრულად გააკეთებთ იმას, რაც, თქვენი მომავლისთვის, გრძელვადიანი ბედნიერების და წარმატების მომტანი იქნება.
მე გისურვებთ, გქონდეთ უნარი მოუსმინოთ და სწორად გაიგოთ რას გესაუბრებათ შინაგანი ხმა.
გისურვებთ მიხვდეთ და სწორად გაიგოთ რა არის თქვენი ჯანმრთელობისთვის, ბედნიერებისთვის და წარმატებისთვის საჭირო.
გისურვებთ, დღისით იყოთ ფხიზლად და შემართებით.
გისურვებთ, ღამით მშვიდ ძილს და ტკბილ სიზმრებს.
გაგითენდა ახალი დღე, ბედნიერი ხარ.
დაგიღამდა, ბედნიერი ხარ.
1 კომენტარი
ძალიან მომეწონა ეს გვერდი