არა, არა, არავინ მითხრას – სასწაულები არ ხდება! არ დავუჯერებ და საერთოდ…
☕
რამდენიმე კვირის წინ მეუღლეს ვეუბნები,
– რა კარგი იქნება, ეზოში მუხა რომ იდგას, დიდ ჩრდილს გააკეთებდა და ზაფხულში სიგრლიე იქნებოდა – თან ვკითხე – როგორ ფიქრობ, ტყეში რომ წახვიდე იპოვი მუხის ნერგს?
– კი მაგრამ ,მუხის ხე რად გინდა? დიდი ხანი სჭირდება გაზრდას, სანამ ის ჩრდილს გაიკეთბს… – არაორაზროვნად შემომხედა გაკვირვებულმა😳
😕
😵
– მერე, რა, იყოს და გაიზარდოს – თან მოჭუტულჩაფირებულად 🤔
😉ვუმზერ ეზოს და წარმოსახვაში, უკვე, ვხედავ კიდეც მუხას
🍀
🌳
🌱
🍀 მძლავრი გაშლილი ტოტებით და „პიროვნული ზრდის სამყაროს“ ცენტრის (ტრენინგ ცენტრი მაქვს ჩაფიქრებული ბუნებაში
) მონაწილეებით.
აი, ასე მოვრჩით მუხასთან დაკავშირებულ დაიალოგს.
გადის რამდენიმე დღე, მომღიმარი მეკითხება:
– მუხა გინდოდა, არა?
– კი, მინდოდა?!
– ჰო და, აი ბოსტანში ამოსულა, ამ წელიწადს მომძლავრდეს და მომავალ წელიწადს გადმოვრგავ.
🙄გამიკვირდა,
😜
😒იცის ხოლმე, მიამიტურად „მომატყებს“ („კაიფობს“ როგორც იტყვიან
და მერე ხალისობს ამაზე,
გავიქეცი და აი, ეს კოხტა, ოთხფოთოლა ნატრული მუხა შემრჩა.
…. რომელსაც, უკვე ვიცი, სად დავაბინავდებ
გახარებული, მომდევნო სურვილზე გავიფიქრე და რასაკვირველია, ისიც გავაჟღერე… რა იცი, რა ხდება? თუ ამიხდა – „რაკრაკა წყარო ეზოში“ ამ ამბავსაც
აუცილებლად გამცნობთ.
სამყაროსკენ გავაგზავნე დიდი სურვილი, სიხარულის და ბედნიერების ემოციებით დატვირთული, დანარჩენი… ☀️
არასდროს მომბეზრდება მუდმივად და დღეში ათიათასჯერ მადლიერება – მადლობა, სამყაროვ ყოველ წამში გაცხადებული სასწაულისთვის!
სიყვარულით და მადლიერებით,
ეფექტური აზროვნების ქოუჩი
თამარ კვარაცხელია
http://kvaratskhelia.pro/
#ჩემისოფლისამბები #აზრები #ცხოვრება #ქოუჩინგითამართან