არსებობენ ხელშეუხებელი ადამიანები,
რომლებიც სულ იყვნენ, სულ არიან და სულ იქნებიან შენში.
ეს ადამიანები იმ დროს იბადებიან შენს ცხოვრებაში, რის მერეც ბავშვი აღარ ხარ.
მერე აღარ აქვს მნიშვნელობა, სად წავა და ვინ დაიკავებს შენს ადგილს მის ცხოვრებაში,
რომელი ცის ქვეშ იცხოვრებს,
რომელ მდინარეში შევა ორჯერ, ოთხჯერ თუ ოცჯერ,
შენ კიდე შენს მდინარეს მიუყვები და იცი რომ არასოდეს გამოირიყებით ერთმანეთის ნაპირზე, რადგან სხვადასხვა კალაპოტში მიედინებით,
სადაც ერთი კენჭიც კი არაა მსგავსი.
მაგრამ ეს ადამიანები თავის კალაპოტიანად გიყვარს შენი რუტინის, შენი ყოველდღიურობის, შენი საზრუნავის, შენი აზროვნების, შენი სტატუსის, შენი ღირებულებების, შენი დაწესებული “პლანკის” მიღმა, რადგან ისევ შენს თავს გაგონებს, როცა ორი მდინარის ერთ სათავეში იდექით, სანამ ცხოვრება თავის იარლიყებს და სიგელებს მოგაწებებდათ.
არსებობენ ხელშეუხებელი ადამიანები, რომლებიც სულ იყვნენ, სულ არიან და სულ იქნებიან ყველაფრის მიღმა.