„ძველი “ქართული ხმებისადმი” ჩემი დამოკიდებულება ხო იცით, ყველა სხვა ობიექტურ მიზეზთან ერთად, განსაკუთრებით მიყვარს ეს ხალხი, მათ “ჩამომიყვანეს” მიშკა ხუჯაძე საქართველოში. შეხვდა მონპელიეში, მოიპატიჟა, იმღერეს, გადაირია თავიდან და ჩამოვიდა, მერე მნახა მე და დანარჩენი კი იცით.
ჰოდა, მხვდებიან ამასწინათ ბათუმში, ჩვენს ამბებზე რატომ არ მოდიხარო, თქვენ დაგეგმეთ თქვენებური მოგზაურობა და მე “აგეტორღიალებით”-მეთქი, კიო, მივხვდითო, “ამ ბოლო დროს კარგად აეტორღიალებიო ხალხს და კარგად გამოგდისო”, ჰოდა დავიგეგმეთ, ელოდეთ ჩემი და “ქართული ხმების” ტორღიალს უახლოეს მომავალში, დიდი ხნითაც არ გადავდებ.
ეს ამბავი კი გია ჭირაქაძისთვის ვარსკვლავის გახსნამ გამახსენა, არ ვიცი, რომელიმეს აქვს თუ არა ფეისბუქი, მაგრამ ვიცი, მიუვათ და ასე საჯაროდ ვუხსნი სიყვარულს ამ ადამიანებს“ <3
ეკა ხოფერია