ნებისმიერი თვის 1_ელ, 10, 19 ან 28 რიცხვში დაბადებულს თვალს ჭრის კაშკაშა სინათლე, მხედველობა უუარესდება, შესაძლოა შეაწუხოს გულმა, სისხლძარღვებმა, წნევამ. ვერ იტანს ჩაკეტილ სივრცეს. ნეგატიური თვეებია: იანვარი, მაისი და ოქტომბერი.
2, 11, 20 ან 29 რიცხვები: უავადდება კუჭი, საჭმლის მომნელებელი სისტემა. არ უნდა ჭამოს უცხო და გაურეცხავი საკვები. მიდრეკილება აქვს ჰემოროის, სიმსივნეებისა და დიაბეტისკენ. ქალებში სუსტია რეპროდუქციული ორგანოები. ნეგატიური თვეებია: იანვარი, აპრილი და ნოემბერი.
3, 12, 21 ან 30 რიცხვები: მიდრეკილება აქვს “ემოციური” დაავადებებისკენ, მოსალოდნელია წნევის ცვალებადობა, სისხლისა და კანის დაავადებები, თირკმლებში ფუნქციის დარღვევა. ნეგატიური თვეებია: თებერვალი, ივნისი და აგვისტო.
4, 13, 22 ან 31 რიცხვები: უმიზეზო შიშები, გაურკვეველი ფობიები, გონებრივი და ემოციური “გადახრები”. ნეგატიური თვეებია: იანვარი, მაისი და დეკემბერი.
5, 14 ან 23 რიცხვები: აწუხებს ნერვული დაავადებები, მეხსიერების დაქვეითება, ან მოშლა, უძილობა, ამნეზია, სასუნთქი გზები. ნეგატიური თვეებია: იანვარი, მარტი და დეკემბერი.
6, 15 ან 24 რიცხვები: უავადდება ცხვირი, ყელი, ერღვევა სისხლის მიმოქცევა, აქვს ალერგია. ქალებს სუსტი სარძევე ჯირკვლები აქვთ. ნეგატიური თვეებია: იანვარი, თებერვალი, აპრილი და აგვისტო.
7, 16 ან 25 რიცხვები: აწუხებს ფსიქიკური დაავადებები, ნერვული დაძაბულობა, უცნაური ხილვები, შფოთიანი ძილი და ავი სიზმრები. ნეგატიური თვეებია: მაისი, ოქტომბერი და ნოემბერი.
8, 17 ან 26 რიცხვები: ჯანმრთელობას ძირითადად საკუთარი ხასიათის რადიკალური ცვლილებების გამო გაიუარესებს, ზოგჯერ ხდება არასწორი მკურნალობის მსხვერპლი. სუსტი ძვლოვანი სისტემა აქვს. ნეგატიური თვეებია: თებერვალი, ივნისი, აგვისტო და სექტემბერი.
9, 18 ან 27 რიცხვები: ხშირად იღებს ტრავმას, დამწვრობებს. ხიფათიანია, უნდა უფრთხილდეს ცეცხლს, დაზგა-დანადგარებს, ცეცხლსასროლ და ცივ იარაღს, ბასრ და მსხვრევად საგნებს, სპორტის ექსტრემალურ სახეობებს. ნეგატიური თვეებია: იანვარი, ივლისი და ოქტომბერი.