fbpx

გადალახე დაბრკოლება და დაჯილდოვდი!– (იგავი)

ავტორი Ann
2.6K ნახვა

იყო ერთი მდიდარი და ცნობისმოყვარე მეფე. ერთხელ მან გადაწყვიტა ადამიანები გამოეცადა და გზაზე დაბრკოლების სახით დიდი ლოდი დაადებინა, შემდეგ ახლომახლო დადგა და დაუწყო ლოდინი, რომელიმე გამვლელი თუ გადაწყვეტდა მის მოშორებას.

 

გზაზე რამდენიმე ადამიანმა გაიარა და იმის ნაცვლად, რომ ლოდი მოეშორებინათ მას შემოუარეს და გზა ისე განაგრძეს. ამავდროულად ხმამაღლა ლანძღავდნენ მეფეს გზებისთვის ყურადღების მიუქცევლობის გამო.

 

ბოლოს გამოჩნდა ერთი გლეხი, რომელსაც დიდი რაოდენობით ბოსტნეული მიჰქონდა. როდესაც დაბრკოლება დაინახა ბარგი დადო და ლოდის გადაადგილება სცადა. საკმაოდ დიდხნიანი წვალების შემდეგ მისი ადგილიდან დაძვრა შეძლო. ლოდის გადაადგილების შემდეგ დაინახა, რომ მის ქვეშ ქისა ეგდო. გლეხმა გახსნა ქისა და აღმოაჩინა, რომ ის ოქროთი იყო სავსე, მასთან ერთად კი მეფის წერილი იდო, რომელშიც ეწერა, რომ ეს ოქრო იყო ჯილდო ბარიერის მოშორებისთვის.

 

მორალი: ნებისმიერი დაბრკოლება წარმოადგენს შანსს ჩვენი პირობების გაუმჯობესებისთვის. მთავარია ვეცადოთ მათ გადალახვას და სანაცვლოდ ცხოვრებისგან ჯილდოს აუცილებლად მივიღებთ.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment