საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე სოფელ ჭყვიშში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმს ესტუმრა.
გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის საგამოფენო დარბაზი ავარიულობის გამო წლებია არ ფუნქციონირებს. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა მოამზადა შენობის სარეაბილიტაციო პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ კი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა – 258 ათასი ლარი გამოყო.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დაიწყება. შეკეთდება სახურავი, მოეწყობა ფასადი, ინტერიერი, განათება, გათბობა, ასევე, გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი პანდუსი. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.