დემნა გვასალიამ პარიზის მოდის კვირეულზე ბალენსიაგას 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის შოუ ჩვენება გამართა. დემნა ამ შოუზე ბოლო 6 თვის განმავლობაში მუშაობდა. ბალენსიაგას ჩვენებაზე მისულ სტუმრებს ამ სკამებით დახვდნენ .
როგორც ცნობილია ბალენსიაგას მშობელი კომპანიის, “ქერინგის” განცხადებით, კონგლომერატში შემავალი ყველა ბრენდი, მათ შორის “დიდი სამეული” : გუჩი, ბალენსიაგა და ივ სენ ლორანი რუსეთში მაღაზიებს დახურავენ.
Живи, Україно! 🇺🇦
Живи для краси, для сили, для правди, для волі! 🇺🇦
დემნა გვასალიამ ბალენსიაგას ჩვენებაზე ლექსი უკრაინულ ენაზე წიკითხა. 💙💛
დემნა გვასალია: “უკრაინაში მიმდინარე ომმა ჩემში ტკივილი გააღვიძა იმ წარსული ტრავმის, რომელსაც 1993 წლიდან ვატარებ, როდესაც იგივე რამ მოხდა ჩემს ქვეყანაშიც. ეს ისეთი რამ არის რაც ყოველთვის შენში რჩება.ამ კვირაში ჩემთვის წარმოუდგენლად რთული იყო შოუზე მუშაობა. ასეთ დროს, მოდა კარგავს არსებობის უფლებასაც. მოდის კვირეული აბსურდულად გამოიყურება. მე ვფიქრობდი, რომ გამეუქმებინა შოუ, რომელზეც მე და ჩემმა გუნდმა ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ყველა ძალიან ველოდით. მაგრამ შემდეგ, ვიფიქრე, რომ ეს კიდევ ერთხელ იქნებოდა დანებება ეშმაკთან, რომელმაც უკვე საკმარისი ტკივილი მომაყენა, თითქმის 30 წლის განმავლობაში.
შოუს დამატებითი განმარტება არ სჭირდება. ის ეძღვნება უშიშრობას, გამძლეობას, მშვიდობის და სიყვარულის გამარჯვებას!”