„ქართველებმა უნდა გადმოვიღოთ მტრისა და მოყვარის თვალებდასათხრელად თაროზე შემოწყობილი ტომეულები და ბევრი ვიკითხოთ“- ჰოდა გვეშველებაო – პასუხობს სულა სულაშვილი იმ გამოხმაურებას, რომელიც მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს მოჰყვა.
სულა სულაშვილის პოსტი
„ეს ჩემისები გაძარცვავენ ქვეყნას, გადაივლიან ათასობით გვამზე; გაამწარებენ ოჯახებს; შიმშილით ამოხოცოვენ პენსიონერებს; ათეულობით ათას ახალგაზრდას წაართმევენ განათლების საშუალებას და მერე….
მერე მათ მოიწვევს ნანუკა -ნანუკას შოუში; მაია – პროფილში; ჯაჯანიძე – სხვა რაკურსში და ა.ს.შ. ჰოდა ეს უნამუსოები თითო-ოროლა გაწეული ქველმოქმედებით გვაღვარღვარებინებენ ცხარე ცრემლს. ვითუთქავთ გულს მათი გულუხვობით.
ვუბრახუნებთ ტაშს ბანკირებს; გაიძვერა ბიზნესმენებს, პარლამეტარებს-ნაპარლამენტარებს; მინისტრებს – ნამინისტრალებს, როლებმაც ღატაკ საქართველოში მილიონები იშოვეს და გვავიწყდება მათი წყალობით რამდენი ადამიანი აღმოჩნდა ღია ცის ქვეშ. რამდენმა ადამიანმა კრედიტით იყიდა სასახლე ოჯახის წევრის დასამარხად; რამდენი ბავშვი დარჩა ქუჩაში ხელგამოწვდილი; რანდენმა კაცმა ვერ იყიდა ტკივილგამაყუჩებელი!
ნუ ბლინ! მაგარი ს… ნაროდი ვართ! ძალიან მაგარი!
გამოტელესერიალებული ბრბო!“