63
გულით მოგეცით ცოცხალი სიტყვა, თუმცა ავადმყოფს არ სურს წამალი.
აქედან წასვლამდე მომინდა გითხრათ – ჩემი ადგილი თქვენთან არ არის.
თქვენ ვერ ანსხვავებთ ცოცხალს მკვდარისგან. თქვენ მტრებისგანაც ვერ არჩევთ გმირებს.
ცოცხალს, მკვდრებს შორის მართლაც რა მინდა, ქვებს თავში იხლით და ღრენას იწყებთ.
სიბნელის სიჩუმეს მშვიდობად მიიჩნევთ. ვინც გაანათებს კლავთ და იცინით.
ყველა პირმოთხვრილს რაცხავთ პირიმზედ, სხვისი სითბო გშურთ თქვენი სიცივით.
ყოველი მგზავრი იგივეს იტყვის, სიმართლეს სიმწარის მადლი გადმოსდის,
როცა სიცრუით კვებავთ თქვენს სიკვდილს, სამსხვერპლოსავით თქვენი განცხრომის.
დ ♔ სიახLOVE
5 აპრილი 2016