fbpx

„რადგან ამ ტკივილს მხოლოდ ეს კურნავს“ – ვახტანგ ბერიძე

ავტორი ჟოლო
86 ნახვა

***

სიყვარული სასწაულებრივი ცეცხლივით მუდამ გადმოდის ადამიანის გულიდან, მთავარია მზად იყო ამ სიწმინდესთან შეხებისათვის…

***

იმაზე არ უნდა დახარჯო დრო რაც არ გამოდის. თუკი ატყობ, რომ ვერ ხვდებიან რას აკეთებ – არ უპასუხო, რადგან წამიც კი ძვირფასია. თუ კი ხვდები რომ არ უყვარხარ ერთს, რომელიც გჭირდება – გიყვარდეს მთელი სამყარო, რადგან ამ ტკივილს მხოლოდ ეს კურნავს. თუ კი ხვდები რომ შენი არ ესმით, ნუ დაითრგუნები, ღრმად ჩაისუნთქე და ამოსუნთქვისას იგრძნობ შენი დიადი იდეების დაბადებას. თუ კი გრძნობ, რომ უვიცია ნუ დაუწყებ ახსნას, მოუსმინე მუსიკას, რადგან ყოველ ნოტში უფალი ჟღერს.

***

თუ ჩვენ ვამბობთ, რომ სიყვარული არის ღმერთი და მერე ვუშვებთ ღალატს, ამით ჩვენივე სურვილით ვაჩენთ უფსკრულს ჩვენსა და ღმერთს შორის. უფრო ზუსტად, რომ ვთქვათ; ჩვენ ვშორდებით იმ კუნძულს, რომელსაც ჩვენი გადარჩენა შეუძლია… დასანანია ის ფაქტიც, რომ ხშირია ჩვენი ამპარტავნების, ეგოიზმის თუ ხშირად გაუგებარი პრინციპების გამო წყალგამყოფების გაჩენა ჩვენსა და უფალს შორის, რის შემდეგაც ვაზიანებთ საკუთარ თავს და ვტკენთ ჩვენს ირგვლი მყოფებს…

***

სულ მეფიქრება ყველა იმ სიტყვაზე, სიყვარულზე, გრძნობაზე და სიკეთეზე, რომელიც სხეულის ჯებირებს შეასკდა და ისევ უკან ჩაიკარგა უმისამართოდ.

 

ვახტანგ ბერიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment