fbpx

გასარუჯი ქალი პლაჟზე და ბიჭი რომელიც ჟოლოს ჰყიდის

ავტორი ჟოლო
17 ნახვა

„სანაპიროზე ჟოლოთი ხელში პატარა ბიჭი დადის. არავის არაფერს უშავებს ღიმილიანი სახით გეკითხება ქალბატონო მალინას ხომ არ მიირთმევ? თუ ეტყვი რომ არა წარმატებულ დღეს გისურვებს და გზას აგრძელებს. ახლა ჩვენც ჩაგვიარა.

bichi

ჩვენ მალინა არ გვინდიდა მაგრამ გვერდზე ახალგაზრდა ქალი ირუჯება( გაჭირვებულს არ გავს, პირიქით) და დიალოგი:

-სანაპიროზე სიარულს და მალინის გაყიდვას, გირჩევნია წახვიდე და ისწავლო
-რომ ვსწავლობ და სწავლის გადასახადს ვიხდი, იმიტომ ვშრომობ….

მერე ამ ბიჭს სხვა გამყიდველი გამოესარჩლა და ამ ქალის მორიგი პასუხი
-ეგრე შრომა რომ არ მინდა იმიტო ვწევარ მე გასარუჯად და თქვენ არა….

ბავშვს შერცხვა და გაიქცა ცრემლიანი თვალებით და ქალბატონი გადაბრუნდა მზისგან დამცავი წაისვა და გარუჯვა გააგრძელა!!
P.S ჯერ ვერ მოვიფიქრე ამ ქალს რა გავუკეთო ისეთი რომ ისე შევარცხვინო სახალხოდ როგორც ეს პატარა ბიჭი შეარცხვინა მაგრამ აუცილებლად მოვიფიქრებ რამეს!“

ნინუცა კახნიაურის პოსტი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment