91
ყველას გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს!
არა აქვს არავითარი მნიშვნელობა ვის რა და როგორ სჯერა, ან არ სჯერა, მთავარი ერთია, კაცობრიობას სჭირდებოდა სიცოცხლის მარადიულად განახლების სიმბოლო საკუთარ უკვდავებაში დასარწმუნებლად, რათა სიკვდილის შიშით არ დათრგუნულიყო და სიცოცხლით ტკბობაზე უარი არ ეთქვა. ამიტომ მოევლინა სამყაროს ქრისტე.
და ეს ყველაზე კარგად ალბათ იმათ იციან, ვინც შეძლო და გადალახა რელიგიათა სამანები და ირწმუნა მარადიულ სპირალზე მოძრავი სიყვარული.
შემთხვევით არც ის არის რომ სწორედ გაზაფხულზეა აღდგომა. ეს უკვე თავად არსთაგამრიგეს შემოთავაზებული სიმბოლიკაა.
ასე რომ, გილოცავთ ყველას ქრისტე-გაზაფხულის აღდგომა-მოსვლას, მორწმუნესაც და ურწმუნოსაც
ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად!
წყარო: ზურაბ გურული