fbpx

„დააგროვეთ“ 200 ღიმილი

ავტორი ჟოლო
50 ნახვა

გაიღიმეთ ხშირად და „დააგროვეთ“ 200 ღიმილი დღის განმავლობაში. ამისთვის საჭიროა საშუალოდ 5 წუთში ერთხელ გაიღიმოთ. 

ღიმილის რაოდენობით ადვილად შეიძლება განსაზღვრო ადამიანი გაცნობიერებულად ცხოვრობს თუ ინსტიქტებით. მაგალითად ბავშვები დღეში საშუალოდ 400-ჯერ იღიმიან თურმე. ხოლო მოზრდილები კი საშუალოდ – 20 ჯერ.

მეცნიერების გათვლით, იმისთვის, რომ ავავსოთ ჩვენი, სხეული, სული და გონება  ბედნიერებისთვის საჭირო ჰორმონებით, საჭიროა დღეში მინიმუმ 200-ჯერ გაღიმება. ამიტომ, გაცნობიერებული ადამიანი რაც არ უნდა ხდებოდეს, ყოველთვის იღიმის დღეში მინიმუმ 200 ჯერ. ხოლო ის ვინც გაუცნობიერებლად ცხოვრობს, ანუ ინსტიქტებით, იმდენჯერ იღიმის, რამდენჯერაც გაუმართლებს. ანუ რამდენჯერაც მოისმენს იმ დღეს რაიმე სასიხარულოს ან სასაცილოს.

წარმოიდგინეთ რომ ჩვენი ორგანიზმი არის ბედნიერების გენერატორი და ამ გენერატორის სახელური უნდა დავატრიალოთ ორასჯერ, რომ მთელი დღის სამყოფი ბედნიერების ენერგიით ავივსოთ. ერთი ღიმილი ვერაფერს შეცვლის. ეს იმის ტოლფასია, რომ ღრმა წყალში აღმოჩენილმა ხელი ერთხელ მოუსვა და ელოდო რომ გადარჩები. აი 200 ღიმილი კი, უკვე ის მინიმალური დონეა ენერგიისა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ბედნიერებას მთელი დღის განმავლობაში. ჩვენ კი უკვე ვიცით, რომ თავიდან უნდა ვისწავლოთ ვიყოთ ბედნიერი და შემდეგ უკვე ბედნიერების ენერგია დაგვეხმარება მივაღწიოთ ნებისმიერ მიზანს.

ხვიჩა მებონია

წყარო: ტრენინგ-თამაში „სუპერეფექტურობა“

http://mebonia.net/superefeqturoba

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment