fbpx

დაეუფლეთ ახალ პროფესიას პროფესიონალთან „ჰებეს“ სკოლა-სტუდიაში

ავტორი ჟოლო
155 ნახვა

დაეუფლეთ ახალ პროფესიას, გახდით ფინანსურად დამოუკიდებელი და მთელი ცხოვრების განმავლობაში იყავით მატერიალურად უზრუნველყოფილი. ამაში ის პროფესიონალი დაგეხმარებათ, რომელმაც ეს გზა თავად გაიარა და ახლა ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო სალონის მფლობელია. 

მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობის შემდეგ, სალონ „ჰებეს“ დამფუძნებელმა და დირექტორმა მაია ჩავლეიშვილმა  სკოლა-სტუდია დააარსა და მსურველებს მანიკურისა და პედიკურის კურსებს, დასაქმების პერსპექტივით სთავაზობს. როგორც თავად აღნიშნა, – ეს იქნება სკოლა-სტუდია, რომელშიც ოცნებები ახდება, რადგან მსურველები პროფესიის გარდა წარმატების ფსიქოლოგიასაც დაეუფლებიან.

მაია ჩავლეიშვილი: პირველ ნოემბერს 21 წელი გახდა რაც ამ სფეროში ვარ. ამ ხნის განმავლობაში მყოლია მოსწავლეები და თითოეული მათგანი დღეს ძალიან წარმატებული და მოთხოვნადია, ამიტომაც გადავწყვიტე გავაკეთო სკოლა-სტუდია. სადაც ჩემი მოსწავლეები არამარტო თავიანთი საქმის პროფესიონალები გახდებიან, არამედ სწორად ცხოვრებასაც ისწავლიან. რადგან აქ წარმატების ფსიქოლოგიასაც დაეუფლებიან, რის შედეგადაც თითოეულს ის ლამაზი მომავალი ექნება გარანტირებულად, რომელზეც დღეს შეიძლება ოცნებობენ კიდეც. ყველა მოსწავლესთან მაქვს სწავლების ინდივიდუალური მიდგომა. სწავლება მიმდინარეობს გეგმის მიხედვით, იმ განსხვავებული მეთოდით, რომელიც ჩემია და რომელსაც არსად არ ასწავლიან.

მიუხედავად იმისა რომ ამ სილამაზის სალონის დამფუძნებელი ვარ და შემიძლია ვიყო ოფიციალურად მხოლოდ დირექტორი, მეც  ვმუშაობ. ყველაზე ადრე მოვდივარ და ყველაზე გვიან მივდივარ.

ჩემთვის ბევრს ნიშნავს, როდესაც შემოდის კლიენტი და ყველაფერი იდიალურ მდგომარეობაშია… ამისთვის ბოლომდე ვიხარჯები და როდესაც ვხედავ, რომ შენ ჩემს ნაშრომს ზედაპირულად უდგები, მკაცრი ვხდები. ძალიან მიყვარს წესრიგი… სხვათაშორის წესრიგის კუთხით ქვეყანას თუ დავჭირდები თამამად და ხმამაღლა შემიძლია გამოვაცხადო, რომ აქ ვარ და უსასყიდლოდ ვემსახურები.  როცა დისციპლინა და წესრიგია, ბევრი რამ ლაგდება.

სკოლა – სტუდია „ჰებეს“ მანიკურისა და პედიკურის შემსწავლელი კურსები

-კლასიკური მანიკური;

-ევროპული მანიკური;

-კომბინირებული მანიკური;

-ცხელი მანიკური;

-მანიკური პარაფინის პროცედურით;

-ფრჩხილების დაგრძელება

-შილაკი

-გელლაკი

ხელის კიდურის მასაჟი

პედიკურის შემსწავლელი კურსი:

-კლასიკური პედიკური;

-აპარატის პედიკური;

– ფრჩხილების დაგრძელება

-პრობლემური ფრჩხილის (ჩაზრდილი ფრჩხილის) დამუშავება;

-ქუსლის დამუშავება;

-“მაზოლის” დამუშავება;

***

ზოგადი ჰიგიენა

ზოგადი ანატომია

წარმატების ფსიქოლოგია

***

ყოველ კურსში შედის თეორიული და პრაქტიკული გაკვეთილები.
სწავლება მიმდინარეობს უახლესი მეთოდებით, დასაქმებით პერსპექტივით.

კურსის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გამოცდები და მიღებული ქულების მიხედვით გაიცემა, როგორც უცხოური ასევე ქართული სერთიფიკატი.

მსურველები დაგვიკავშირდნენ

599530139, 598432025

მცხეთის #4 

Beauty Salon Hebe/სილამაზის სალონი ჰებე

გამოხმაურება

თამრიკო კვესიტაძე, დიზაინერი, არქიტექტორი: აღარც მახსოვს იმდენი ხანია მაიასთან დავდივარ. პირველ რიგში მომწონს მისი მუშაობის ხარისხი, ულამაზეს შედეგს ვიღებთ. გარდა იმისა რომ პროფესიონალია და თავისი საქმე შესანიშნავად იცის, მასთან გასაოცარი წესრიგი და სისუფთავეა. იგი უაღრესად კეთილი, შრომისმოყვარე და თბილი ადამიანია.

ზურა ნატროშვილი, ბიზნესმენი: .მაიას შესახებ მეგობრისგან შევიტყვე. კმაყოფილი რომ არ ვიყო ამდენი წელი ერთგულად მასთან არ ვივლიდი. მომწონს მაიას პროფესიონალიზმი.  ყველას დიდი სიამოვნებით ვურჩევდი მასთან მისვლას, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული რომ მიიღებს, ადგილის არქონის გამო. მაია არის პროფესიონალი, მეგობარი და მებრძოლი სულის ადამიანი.

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი: მაია 2 წლისწინ გავიცანი, როდესაც ჩემთან პიროვნული ზრდის ტრენინგზე მოვიდა… უამრავ თემაზე ვისაუბრეთ – საინტერესო მოსაუბრეა.

პროფესიიდან გამომდინარე ძირითადად ფეხზე დგომა მიწევს და თანაც ქუსლებზე … წავიწუწუნე და მაიამ ფეხის მოვლის პროცედურაზე დამპატიჟა. საინტერესო დეტალი აღმოვაჩნე – აქამდე რაც „პედიკური“ მეგონა, მხოლო „ფრჩხილების დაჭრა“ ყოფილა. თურმე ფეხსაცმელი საერთოდ აღარ გტკენს ფეხს, თუ პედიკურს პროფესიონალი გიკეთებს.

მაია ჩემთვის იმ ადამიანის მაგალითია, რომელიც თავად ქმნის თავის წარმატებას, არ უშინდება სიძნელეებს და ყოველთვის კომპეტენტურია იმაში, რასაც აკეთებს.

ნინო კასრაძე, მსახიობი: მაიკო 20 წლის წინ გავიცანი, ვისი რჩევით მივაკითხე არ მახსოვს, მაგრამ  ეტყობა შემთხვევით არა. ის რომ , 20 წელია, მის გვერდით ვარ ბევრ რამეს ხსნის. დღეს უკვე მაიკო ჩემი ცხოვრების ნაწილია. ყველაზე მეტად მისი პროფესიონალიზმი მომწონს, სამსახურეობრივიც და ცხოვრებისეულიც.

აუცილებლად ვურჩევ ყველას სწავლას მოწყურებულ და გულანთებულ ახალგაზრდას რომ მიმართოს მას.

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment