⛳რაც მინდოდა….
ჯერ უბრალოდ ვიფიქრე, ვიფიქრე, ვიფიქრე… წლები…
მერე უბრალოდ, ვწერე, ვწერე, ვწერე 📝📝📝.
💙💙💙💙
მერე, შევქმენი საუკეთესო სამყარო, სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი – სიტუაციებით, ადამიანებით, გარემოცვით, მეგობრებით, დამოკიდებულებებით…
მერე, რამდენჯერმე შევხვდი და თავიდან გავიცანი, ბავშვობაში დაკარგული – ბედნიერება, სიხარული და სიყვარული!
მერე?
მერე… დავვირუსდი… უკვე, აღარ მინდოდა უკან დაბრუნება.
მერე, ადგლიდან ვერ ვიძროდი.
მერე, გავაცნობიერე აქ და ამ წუთას მადლიერება და მიმღებლობა მაკლდა, შექმნილი სამყარო, პერიოდულად მიგზავნიდა შეუზღუდავ ენერგიას. თავიდან თავბრუ დამეხვა, მერე ნელ- ნელა, წლების მანძილზე ვისწავლე მათი გარჩევა, მათკენ გზის გაკვლევა, მათი ენა… შევიჩვიე… გავიხსენე…
მერე, გავაგრძელე მოგზაურობა. ამ შარაგზაზე ზოგჯერ ეჭვი სურდოსავით შემეყრებოდა – ხან გადამდებდა დამგზავრებული, ხან თავად ვიცოდებდი თავს – „დავიღალე“…
აღარაფერი ჩანდა, გარდა…
მერე, მომბეზრდა, ავდექი და უბრალოდ, ვიწამე!
მერე მტკიცედ ვიწამე! ურყევი გამოდგა რწმენა – ჩემი სამყაროს არსებობის!
მერე, გავაცნობიერე – თავი ღრუბლებში მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე – ფეხები მიწაზე მყარად დამედგა …
და მთავარი, უნდა მევლო – ხოხვით, ბობღვით, ფრენით…
მნიშვნელობა არ ჰქონდა, როგორ და რანაირად!!!
უმარავი რამ ვისწავლე სიარულში. ნელა და ნელა, წლები ვაგროვე გამოცდილება.
მერე, არაფერი… სულ არაფერი…
მერე, ავდექი და მივიღე სამყარო ისეთი როგორიც არის, ტოტალური ნდობა გამოვუცხადე….
💜💛💚
და ვერც კი გავიგე, როგორ აღვმოვჩნდი ამ სამყაროში!
💜💛💚მადლიერებით და 🙏🙏🙏 სიყვარულით, ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!
თამარ კვარაცხელია
გაიმარტივეთ ცხოვრების გზა და სასურველის მისაღებად
გაიარეთ რეგისტრაცაია 21 დღიან ონლაინ ტრენინგზე #ზრდისფაქტორი ➡️ http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/
