fbpx

და რა არის ტკივილის შედეგად შობილი გაცნობიერება?

ავტორი ჟოლო
132 ნახვა

თქვენი ტკივილი და ტანჯვა გამოწვეულია, არსებული სიტუაციის, მოვლენის მიმართ დამოკიდებულებით და მიუღებლობით. არსებული შეხედულების, მტკიცებულების და რწმუნებულებების მსხვრევით და გაცამტვერებით.

თქვენ ხედავთ ცხოვრების მოცემულ, კონკრეტულ ფრაგმენტს, სამყარო ხედავს სრულ სურათს.

– შეგწევდეს უნარი გვერდიდან დაინახო ცხოვრების ილუზორულობა – უმაღლესი ცნობიერი მდგომარეობაა!!!

– როგორ ფიქრობთ სამყარო ქაოტურია? შემთხვევით ხდება რამე?

– კი მაგრამ ეს ხომ არ გაგვხდის გულგრილს? ეს ხომ არ გულისხმობს პრობლემიდან გაქცევას?
– არა, რადგან ტკივილი გესტუმრათ, შეგეხოთ და თუნდაც გაიგეთ მასზე, ეს უკვე თქვენი ტკივილია. აუცილებლად უნდა გაიაროთ მასში, ისწავლოთ ბევრი რამ (თანადგომა, მიმღებლობა, მადლიერება, სიკეთე, უპირობო სიყვარული…) და მიხვიდეთ აუცილებელ გაცნობიერებამდე. ტკივილში იშვა რა? – პასუხის შემთხვევეაში შეძლებთ აღიქვა სამყარო თავისი დიდებულებით.
– ეს რას მომცემს? ნიშნავს თუ არა რომ მომავალში მსგავსი არ მოხდება?
– არანაირად, რადგან დედამიწა არ არის ის ადგილი, სადაც მოკვდავთათვის ყველაფერი იდეალურად არის მოწყობილი და სადაც, სულები დროებით განხორცდებიან იდეალური სიცოცხლისთვის… მაგრამ უმთავრესია – გაცნობიერება მოხდება ან არ მოხდება. პირველ შემთხვევაში, იშვებით ახალი ცნობიერში , მეორე შემთხვევაში ივლით გაუთავებად ჩაკეტილ წრეზე…

– და რა არის ტკივილის შედეგად შობილი გაცნობიერება? შეგიძლია, კომენტარში დამიტოვო საკუთარი გამოცდილებიდან პასუხი?

სიყვარულით და მადლიერებით
თამარ კვარაცხელია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment