fbpx

დედებო გააზიარეთ – „ვინც გამოიყენებს, ნამდვილად მიიღებს წარმოუდგენლად კარგ შედეგებს“

ავტორი ჟოლო
70 ნახვა

დაახლოებით ათი-თორმეტი წლის წინ ჩემი შვილები შეიძლება ითქვას, წყვილ-წყვილად ავადმყოფობდნენ.
მახსოვს, მინიმუმ ორი საწოლი სულ გაშლილი იყო. ვიღაცას ცხვირიდან ჩამოსდიოდა, ვიღაცას ყელი სტკიოდა, ვიღაცას ახველებდა, ან ყველას ყველაფერი ერთად ემართებოდა.

გამუდმებით დაღლილი, გაღიზიანებული და ძალაგამოცლილი ( ჯერ პატარა ბავშვების მოვლა-პატრონობა როგორია და მერე – ავად მყოფების) ვუყურებდი ამ აულაგებელ საწოლებს და ვფიქრობდი: ღმერთო, როდის გაიზრდებიან. როდის იქნება, რომ არ ქონდეთ ეს „წვინტლები“, არ ახველებდეთ, მთელი ღამე გულს და ზურგს არ ვუზელდე და გული არ მიკვდებოდეს ამათი ყურებით?

და პირვლი პასუხიც მივიღე. ჩემი შვილის ექიმმა მირჩია სინელნიკოვის «Возлюби болезнь свою « წამეკითხა…
ამას ბევრი სხვა წიგნი, მასწავლებელი, ტრენინგი თუ კურსი მოჰყვა…

რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც გავაკეთე მთავარი – ყურადღების ფოკუსი ავადმყოფობიდან ჯანმრთელობაზე გადავიტანე?

რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც დავრწმუნდი, რომ რისიც გეშინია ზუსტად იმას იზიდავ? (ჩვენ კი ყველაზე მეტად შვილების ჯანმრთელობის და სიცოცხლის გამო გვეშინია)

რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც დავრწმუნდი, რომ გრიპები და ვირუსები ყველაზე დიდი ალბათობით, მათი ხვედრია, ვინც ამას ელოდება?

რაც მთავარია, ლოგინები ალაგდა ჩვენ სახლში 🙂 ახლა, როცა თუნდაც ქალაქში ეპიდემიაა, მე მშვიდად ვეუბნები ბავშვებს: არა უშავს, თქვენ ეს არ შეგეხებათ, თქვენ ჯანმრთელი ბავშვები ხართ. ნუ უსმენთ ჭორებს და საინფორმაციოებს 

ერთხელ ჩემს უმცროს შვილს, ყელი ასტკივდა. ეს უჩვეულო იყო მისთვის. და მე რაღაცნაირად გული ამიჩუყდა.
არ ვიცი რატომ, ჩვეულებრრივი -„ მალე გაგივლის“ ნაცვლად, ვუთხარი:

– ვაიმე, დეე, ყელი ტკივა ჩემ პატარა გოგოს?

ბავშვმა სერიოზულად გაოცებით შემომხედა და მითხრა: რა იყო, დედა, ნუ გეშინია, მალე გამივლის, მე ხომ ჯანმრთელი გოგო ვარ;)))

მაშინ ის მხოლოდ 5 წლის იყო 🙂

ისე, რომ თუ მაინც რაიმემ შეაწუხა თქვენი შვილი, ვაივიშის ატეხვის ნაცვლად, იცით, რაც უნდა უთხრათ, რომ სწრაფად გამოჯანმრთელდეს.

კიდევ ერთი: როცა ბავშვები ავად ხდებიან, არ არის საჭირო ყველაფერი შეუსრულოთ და მთელი ყურადღება, რასაც ჩვეულებრივ არ აკლებთ, ახლა :დააფრქვიოთ“. ჩათვლის, რომ ავად გახდომა კარგია. მაშინ დედაც გვერდით ჰყავს და სურვლებსაც უსრულებენ. ანუ კარგად ყოფნას აზრი არ აქვს 🙂

პირიქით, დაპირდით ყველაფერს, ოღონდ როცა კარგად გახდები-თქოოო 🙂 და უცებ გამოკეთდება.
რა ვიცი, მე მგონი ღირს მოსინჯოს ადამიანმა და ბავშვს ნაცვლად:

-არ გაცივდე, უთხრას – შენ ჯანმრთელი ბავშვი ხარ.

-ყელი არ გაგიცივდეს – თბილად ჩაიცვი

-არ გაწყინოს – შეგერგოს

-არ გადაგედოს – თავს გაუფრთხილდი

-სიცხემ არ აგიწიოს – კარგად ხარ, აქ საკმაოდ თბილა

-არ დაეცე – ფრთხილად იარე

-ხელი არ გაიჭრა – ყურადღებით იყავი

და ასე შემდეგ, ანუ შეაბრუნოს მონეტა და დამანგრეველი ფრაზების ნაცვლად დადებითი ფრაზებით ესაუბროს:
ხომ თითქოს არაფერია?
სინამდვილეში, ამ ფრაზებს შორის უდიდესი სხვაობაა.

რატომ რეაგირებს ბავშვის გონება ფრაზაზე : ავად არ გახდე, ავად არ გახდე, ავად არ გახდე რეალური ავადმყოფობით…

ხოლო ფრაზაე, შენ ჯანმრთელი ხარ, შენ ჯანმრთელი ხარ ან თავს გაუფრთხილდი – რეალური ჯანმრთელობით, ამას რასაკვირველია აქვს მეცნიერული და უუუსაინტერესოესი ექსპერიმენტებით გამყარებული დასაბუთება.
მაგრამ მეცნიერული მიდგომა და დასაბუთებები ბევრს არ აინტერესებს.

მთავარი – პრაქტიკული გამოყენება და რეალური შედეგებია.

იმ მიდგომის რეალური შედეგები, კი რომელზეც აქ ვსაუბრობთ არის თქვენი ბავშვების სიჯანსაღით აღაჟღაჟებული ლოყები, ჯანმრთელი ბრონქები და ყელი, მშრალი, „უწვინტლო“ ცხვირი, სუფთა კანი, და ასე ვთქვათ ვირუს-მდგრადობა.

აქ მხოლოდ თქვენი ფრაზების შეცვლა არ იგულისხმება. იგულისხმება იმ პრობლემების მოგვარებაც საკუთარ თავთან, რაც თვენში სტრესებს და დაძაბულობას იწვევს.

წინა პოსტში ვწერდი, ბავშვები დედების პრობლემებით ავადმყოფობენ – მეთქი. და ალბათ შეამჩნიეთ, რომ ამ პოსტშიც სწორედ საკუთრ თავში მოსახდენ ცვლილებებზე ვისაუბრეთ – შიშების დაძლევა, ფოკუსის გადატანა ავადმყოფობიდან ჯანმრთელობაზე, სიტყვების და ფიქრების სწორად შერჩევა.

თუმცა… როცა შვილები გაიზრდებიან და თქვენი გავლენიდან „გაათავისუფლებთ“, შეიძლება სულაც არ გაიზიარონ თქვენი აზრები, „მოდას“ აყვნენ ) და ისევ ალერგიების, გაციებების, ვირუსების ტყვეობაში ჩიგდონ თავი ნებაყოფლობით. მაგრამ ეს უკვე მათი არჩევანი იქნება და თქვენ იქ ბევრს ვერაფერს შეცვლით.
სავარაუდოდ, არც მოგისმენენ.

თუმცა… ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ რაღაც დახმარება… ოღონდ ახლა ამაზე ვერ ვისაუბრებთ.

ყველაზე მეტად კი მათ ისევ და ისევ თქვენი სიყვარული სჭირდებათ. ბავშვს, რომელსაც სიყვარული და ყურადღება საკმარისად აქვს, რომელიც მეგობრულ და მოსიყვარულე ოჯახში იზრდება ავადმყოფობა ვერ მოერევა.

ჯანსაღი, ბედნიერი და მხიარული ბავშვები გყოლოდეთ …

და სხვებსაც რომ ასეთივე ბავშვები ჰყავდეთ, გაუზიარეთ ეს პოსტი. ყველა ნამდვილად არ დაეთანხმება და არც ყველა, ვინც წაიკითხავს, გამოიყენებს. მაგრამ ვინც გამოიყენებს, ნამდვილად მიიღებს წარმოუდგენლად კარგ შედეგებს.
ისე, რომ გაუზიარეთ ))

თამარ საგინაშვილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment