1. თავშეკავება:
● ნუ შეჭამთ ძღომამდე, ნუ დალევთ დათრობამდე.
2. დუმილი:
● ისაუბრეთ მხოლოდ იმაზე,რაც თქვენთვის და სხვათათვის სასარგებლოა. ეცადეთ თავიდან აიცილოთ ფუჭი საუბარი.
3. წესრიგი:
● ყველა საგანს საკუთარი ადგილი მიუჩინეთ, ყოველ საქმეს თავისი დრო გამოუყავით;
4. პრინციპულობა:
● მტკიცედ გადაწყვიტეთ, იმის შესრულება, რაც გასაკეთებელია. რასაც გააკეთებთ, ეცადეთ შეუცდომლად აკეთოთ.
5. მომჭირნეობა:
● ფული მხოლოდ იმ საგნებზე დახარჯეთ, რასაც როგორც თქვენთვის, ისე სხვისთვის სარგებელი მოაქვს. უაზროდ არაფერი გაფლანგოთ.
6. შრომისმოყვარეობა:
● ნუ დაკარგავთ დროს. ყოველთვის რაიმე სასარგებლო საქმით დაკავდით. უარი თქვით უსარგებლო ქმედებებზე.
7. გულწრფელობა:
● ნუ იცრუებთ მტკივნეულად. იფიქრეთ სამართლიანად და პატიოსნად. საუბრის დროსაც მისდიეთ ამ წესს.
8. სამართლიანობა.
● ზიანს ნურავის მიაყენებთ და ნუ დაივიწყებთ სიკეთის კეთებას, რაც თქვენი მოვალეობაა.
9. ზომიერება:
● თავი აარიდეთ უკიდურესობებს.იყავით იმდენად მიმტევებელი ადამიანთა მიმართ, რამდენადაც თვლით, რომ იმსახურებენ.
10. სისუფთავე:
● ნუ დაუშვებთ სხეულის, სამოსელის და საცხოვრებელი ადგილის სიბინძურეს.
11. სიმშვიდე:
● ნუ იდარდებთ წვრილმანებზე, უმნიშვნელო საგნებზე და იმაზე, რასაც ვერ შეცვლით.
12. უბიწოება:
● იყავით სექსუალურად აქტიური მხოლოდ ჯანრმთელობისა და შთამომავლობის გამო და არა მოყირჭებისათვის. საკუთარი სისუსტის მიზეზით, ნუ შელახავთ თქვენსა და სხვის პატიოსნებასა და რეპუტაციას;
13. თავმდაბლობა:
მიბაძეთ ქრისტეს და სოკრატეს.
წყარო:წერილი ბრმებზე-თვალხილულთა ჭკუის სასწავლებლად