ერთხელ მეფე სოლომონთან ერთი უცნობი მივიდა და უთხრა:
– მეფეო, დამეხმარეთ! ყოველთვის, როცა არჩევანის გაკეთება მიწევს, არ შემიძლია მშვიდი ძილი – ვწრიალებ და ვიტანჯები, ვფიქრობ, ისე მოვიქეცი თუ არა, როგორც უნდა იყოს. როგორ მოვიქცე?
და უპასუხა ბრძენმა მეფემ:
– არჩევანი არ არსებობს!
და კიდევ ჰკითხა მას:
– გადაეშვები წყალში, თუ დაინახავ, რომ ბავშვი იხრჩობა?
მთხოვნელმა უპასუხა:
– რა თქმა უნდა, მეფეო!
მაშინ იკითხა სოლომონმა:
– გუშინაც, დღესაც და ხვალაც?
– დიახ! – იყო პასუხი.
და თქვა სოლომონმა:
– ხომ ხედავ, არჩევანი არ არსებობს. საიდან უნდა აირჩიო, როცა ყოველთვის იცი, როგორ მოიქცევი, მანამდეც კი, სანამ დადგება მოქმედების დრო? დეტალებში წარმოიდგინე ნებისმიერი მოვლენა და მაშინვე მიხვდები, რა უნდა გააკეთო. ყოველ ჯერზე შენ აირჩევ შენთვის საუკეთესოს და ერთნაირი გარემოებების პირობებში ყოველთვის ერთნაირად იმოქმედებ – გუშინაც, დღესაც და ხვალაც…
ერთადერთი, სადაც არჩევანის გაკეთება შეგვიძლია – ეს ჩვენი გულია. შეცვალე საკუთარი თავი და ის, რასაც შენ დაუფიქრებლად გააკეთებდი გუშინ, ხვალ უკვე აღარ მოგეჩვენება საუკეთესოდ. მაშინ და მხოლოდ მაშინ შეძლებ სხვანაირად მოქმედებას. ასე რომ, წადი, მშვიდობით, და იცოდე, რომ ყველაფერი, რაც გაგიკეთებია, იყო საუკეთესო შესაძლებლობიდან.
წყარო: Business Inteleqtika