26
ეს გალაკტიონის უნიკალური ფოტოა, ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან, რომელსაც ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში შემდეგი წარწერით აქვეყნებს. „დღეს გალაკტიონის დღეა, ეს არის გალაკტიონი.
უნიკლაური ფოტო ჩვენი უნიკალური პროექტიდან“. როგორც გიორგისთან დაკავშირების შედეგად გავარკვიეთ ფოტოს მეორე მხარეს შემდეგი წარწერა ამშვენებს: „როდესაც სურათი გადაუღიათ უთხოვია, არ დაბეჭდოთ, სხვებს ღვინო ეგონებათო“
გიორგი კეკელიძე: „ეს არის ჩვენი და ჯეოსელის ერთობლივი პროექტი „ციფრული ფოტომატიანე“. სოფელ – სოფელ ვაგროვებთ ფოტოებს. ასე ბევრი ღირებული და ისტორიული ფოტო მოვიძიეთ. მათ შორის გალაკტიონის ეს ფოტოც, რომელიც დავით შუაღლიაშვილის კოლექციიდან გახლავთ“.