fbpx

ეს თქვენთვის შესაძლებლობაა და არა წარუმატებლობა

ავტორი Ann
2.3K ნახვა

„ვინც ამბობს, რომ ფულს ბედნიერება არ მოაქვს, მას სიღარიბე არ გამოუცდია. დარჩე სრულიად უკაპიკოდ უამრავი ვალდებულების პირისპირ საშინლად მტკივნეული მომენტია. იმისთვის, რომ ამ სიტუაციიდან გამოძვრე საჭიროა ოპტიმიზმი და მოტივაცია“ – ამბობს თომას გორნი.

თომას გორნი გახლავთ თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი კომპანიისა “Nextiva”, რომელიც კომუნიკაციის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია არიზონაში. გორნი ამერიკაში გერმანიიდან ემიგრანტად 20 წლისა ჩავიდა. ის შეუერთდა კომპანიას და დაიწყო მუშაობა. თუმცა, მალე ყველაფერი დაკარგა და გაკოტრდა. მიუხედავად ამისა, მას მოტივაცია არ დაუკარგავს და რამდენიმე წელიწადში გახდა ის, რასაც დღეს წარმოადგენს.

თომას გორნი გვთავაზობს რამდენიმე რჩევას, როგორ შევინარჩუნოთ პოზიტივი გაკოტრების შემდეგ:

შეიცანით გაკვეთილი – ყველაფერი, რაც ცხოვრებაში ხდება გაკვეთილია, მთავარია მისი წაკითხვა შეძლოთ. დაიჯერეთ, რომ ეს თქვენთვის შესაძლებლობაა და არა წარუმატებლობა.

დასახეთ გეგმა – როდესაც ფიქრობთ იმაზე, რომ აღარაფერი გაგაჩნიათ სასოწარკვეთა გიპყრობთ და ეს გონივრულად აზროვნებას გიშლით. დამშვიდდით და დასახეთ გეგმა, როგორ გამოძვრეთ ამ სიტუაციიდან.

ისწავლეთ მეტი – სწავლა ნებისმიერ დროს სასარგებლოა. გამოიყენეთ ნებისმიერი შანსი, რომელიც გეძლევათ, ისწავლეთ მეტი, რათა შესაძლებლობები გაიზარდოს თქვენთვის.

ჩაერთეთ აქტივობებში – ბიზნესისთვის ყველაზე მთავარი სანაცნობო წრეა. იკითხეთ მეგობრებში, ახლობლებში, გაიგეთ ნებისმიერი სახის წვეულების შესახებ და ეცადეთ დაესწროთ, იქ კი დააკვირდეთ წარმატებულ ადამიანებს და დაამყაროთ მათთან კონტაქტი.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment