…რა საოცარია, ვიღაცა ტრაგედიის წინ დგას რეანიმაციის კარს შემხედვარე და ამ დროს შენ კაბებს არჩევ და ნერვები გეშლება, რადგან არ იცი, რომელი ჩაიცვა….
ზუსტად ასევე, როცა შენ გეგონა ოდესღაც, რომ დაუძლეველი იყო ტკივილი, რომლის იქითაც მკრთალად მოსჩანდა სამყარო და ადამიანები, რომლებიც იცინოდნენ, უხაროდათ….
მართლაც “ზებრაა” ცხოვრება – ხან შავი ზოლია და ძალისხმევის ძალით ახერხებ და კარგად ხარ, რადგან შენს ცხოვრებაში შენ წყვეტ როგორ იყო, ან
თეთრი ზოლია და დუნდები… ბედნიერების და ხალისის დინებას მიყავხარ და მიყვები:)
მაგრამ სამწუხაროდ არსებობენ ადამიანები, რომლებიც როცა ყველაფერი კარგადაა ვერაფერს ნახულობენ სასიხარულოს და როცა ყველაფერი ცუდადაა, ამ უიმედობას ბოლომდე მიყვებიან….
ასე ხომ მტკივნეულია და არა საინტერესო…
ეს ცხოვრება უსასრულო ნუ გგონიათ…..
გამოიღვიძეთ
მერე შესაძლოა ყველაზე მეტად ის დაგაკლდეთ , რასაც ახლა ფლანგავთ – დრო…
დრო მიდის…
დღევანდელ დღეს გილოცავთ!
ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი