fbpx

„ვინმე ჩვენსავით უფულო გამოივლის და გაიხარებსო“

ავტორი Ann
216 ნახვა

„ერთხელ, ბიბლიოთეკაში ყოფნის დროს ძალიან ცხელოდა და ორივეს მოგვინდა ბორჯომი, მაგრამ არცერთს არ გვქონდა ფული. რა იქნება ერთი 20 კაპიკიანი გვაპოვნინა-მეთქი, ვინატრე…

კიბე ჩავიარეთ თუ არა, შოთამ იყვირა – ვაა! დაიხარა და რაღაც აიღო. თვალებს არ დავუჯერე მუჭი რომ გაშალა, ხელში სამმანეთიანი ეჭირა. ბორჯომი ვიყიდეთ და უკან დავბრუნდით. მთელი გზა ნაპოვნ ფულზე ვლაპარაკობდით. ბიბლიოთეკას რომ გავუსწორდით შოთამ დარჩენილი  ფული ჯიბიდან ამოიღო და მითხრა: „ მოდი, აქ დავდოთ, ვინმე ჩვენსავით უფულო გამოივლის და გაიხარებსო“.

ფული კიბეზე დადო და წავედით.“

შოთა ნიშნიანიძის მეუღლის მოგონებიდან

მსგავსი სტატიები

Leave a Comment