ცხოვრებაში არსებობს ერთი მთავარი პრინციპი – რასაც დასთეს, იმას მოიმკი. თუ ხართ სამართლიანი, თქვენი ჯილდო ორმაგი იქნება. თუ გასცემთ გაცილებით მეტს, ვიდრე მოელით, თქვენი ჯილდო ორმაგი იქნება. მაგრამ, გახსოვდეთ, მთავარი სიტყვა – დისციპლინა.
ყველაფერი ღირებული მოითხოვს ზრუნვას, ყურადღებას და დისციპლინას. ჩვენი ფიქრებიც მოითხოვს დისციპლინას. ჩვენ გამუდმებით უნდა ვაწოდებდეთ ბრძანებას ჩვენს შინაგანს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ფიქრები დაიბნევიან. დაბნეული ფიქრები კი დაბნეულ შედეგს იძლევიან.
დაიმახსოვრეთ: ყველა დისციპლინირებული მცდელობა ორმაგ ჯილდოს გაძლევთ. ისწავლეთ დისციპლინა ნებისმიერ საკითხში: წერილის მიწერაში, გადასახადების გადახდაში, შეხვედრაზე დროზე მისვლაში, დროის სწორად გამოყენებაში. ისწავლეთ დისციპლინა მეუღლესთან, შვილთან, მშობლებთან, მეგობრებთან შეხვედრისა. ისწავლეთ დისციპლინა ისწავლოთ ყველაფერი რაც გჭირდებათ, ასწავლოთ ყველაფერი რისი სწავლებაც შეგიძლიათ, წაიკითხოთ ყველაფერი, რისი წაკითხვაც გსურთ.
თუ თქვენ შეძლებთ იყოთ დისციპლინირებული, ცხოვრება აუცილებლად დაგაჯილდოვებთ წარმატებით!!!