ფრედერიკ სმიტი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საკურიერო ქსელის FedEx-ის დამფუძნებელი და მმართველია. 2014 წელს ის მსოფლიოს 50 უდიდეს ლიდერს შორის 26-ე ადგილას მოხვდა. მისი ქონება 3,6 მილიარდ დოლარს შეადგენს. წარმოგიდგენთ წარმატების 10 წესს სმიტისგან:
1.გჯეროდეს – თავად სმიტი საკმაოდ პატარა ასაკში ძვლის დაავადებით იტანჯებოდა, თუმცა რწმენამ ის გამოჯანმრთელებამდე მიიყვანა.
2.იყავი მონდომებული – მას ჰქონდა დიდი ინტერესი ფრენის მიმართ და ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში გახდა მოყვარული პილოტი.
3.გქონდეს ხედვა – ის ყოველთვის აფიქსირებდა საკუთარ შეხედულებებს სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში.
4.იზრუნე შანსზე – ის ყოველთვის ცდილობდა გამოეყენებინა ნებისმიერი შესაძლებლობა.
5.იყავი გუნდის მოთამაშე – გუნდი, წარმატებისთვის ყველაზე ძლიერი და აუცილებელი ფორმულაა. ისწავლე გუნდთან ერთად მუშაობა.
6.იყავი ინოვაციური – ბიზნესისთვის განსხვავებული ხედვა აუცილებელია. თუ ხარ განსხვავებული წარმატება გარანტირებული გაქვს.
7.იფიქრე გლობალურად – მხოლოდ ვიწრო წრეში წარმატებული ადამიანი წარმატებულად ვერ ჩაითვლება. თქვენ გჭირდებათ აღიარება.
8.იყავი მომზადებული – წარმატება, წარუმატებლობა, მარცხი აღზევება – საქმეს ყოველთვის თან ახლავს.
9.მართეთ თქვენი გემი – უნდა გესმოდეთ, რომ გადაწყვეტილებები თქვენზეა, ამას თქვენს ნაცვლად სხვა არ გააკეთებს.
10.იზრუნე უკეთესზე – მიღწეულით კმაყოფილება გამოიწვევს იმას, რომ სხვა თქვენზე სწრაფად განვითარდება. აუცილებელია მუდმივად ზრუნავდეთ წარმატებაზე.