რომანტიკაზე საუბრისას ყოველთვის ქალბატონები გვახსენდება და ყველა ფიქრობს, რომ მამაკაცებს რომანტიკული ჟესტები არ მოსწონთ. საინტერესოა არის თუ არა ეს შეხედულება სწორი? რასაკვირველია არა, ყურადღება ყველას სიამოვნებს და რამდენად წარმოუდგენლადაც უნდა ჟღერდეს მათაც მოსწონთ ის ყველაფერი, რაც მდედრობით სქესს.
წარმოგიდგენთ 7 ყველაზე მოულოდნელ რომანტიკულ ჟესტს თქვენი მამაკაცისთვის, რითიც ძალიან ასიამოვნებთ:
1.აირჩიეთ სად ისადილოთ – როგორც წესი, ქალბატონები იპრანჭებიან მამაკაცის შეკითხვაზე: „სად ვისადილოთ?“ აჩუქეთ მას თავისუფალი საღამო, თავად გადაწყვიტეთ სად წახვიდეთ, ეს მას ძალიან გააბედნიერებს.
2.მოუმზადეთ აბაზანა – მამაკაცები შხაპს ძალიან სწრაფად იღებენ ქალბატონებისგან განსხვავებით, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ სიამოვნებთ. მოუმზადეთ აბაზანა და მიეცით განტვირთვის საშუალება.
3.უყურეთ ფილმს, რომელიც მას მოსწონს – უნდა ნახოს ბლოკბასტერი? მიეცით ამის საშუალება. როგორც წესი, ქალბატონები ირჩევენ რის სანახავად წავიდნენ კინოში. დაუთმეთ არჩევანი მამაკაცს, ამით ძალიან გაახარებთ.
4.უთხარით, რომ შესანიშნავად გამოიყურება – გგონიათ კომპლიმენტი მხოლოდ ქალბატონებს სიამოვნებთ? სულაც არა. თუ მას ეტყვით, რომ კარგად გამოიყურება ის გაგაღმერთებთ.
5.აჩუქეთ ყვავილები – გაგეცინათ? ჰო, რასაკვირველია მამაკაცებს ყვავილებს არავინ ჩუქნის, მაგრამ სილამაზის აღქმა მათაც ხომ ისეთივე აქვთ, როგორიც თქვენ?
6.მოაწყეთ საღამო მის მეგობრებთან ერთად – მამაკაცისთვის ძალიან სასიამოვნოა, როდესაც მისი საყვარელი ქალბატონი მის მეგობრებს აფასებს. დაგეგმეთ ერთი ლამაზი საღამო მის მეგობრებთან ერთად.
7.დარჩით სახლში – გადადეთ გეგმები, დარჩით სახლში და დაუთმეთ დრო თქვენს მამაკაცს.
