ჩემი საქმე არ არის ვინ როგორ ცხოვრობს, ვინ რითი ცხოვრობს.
არ და ვერ ვსაუბრობ სხვის შეცდომებზე და ცოდვებზე, სულს ვუფრთხილდები არ მინდა დავიმძიმო.
არ ვეხები და არ ვპასუხობ იმას, ვინც მლანძღავს და მაკრიტიკებს. ასეთ დროს ნერვებს ვუფრთხილდები და განგებას მივანდობ ყველას და ყველაფერს.
არავის არ ვაკრიტიკებ საკუთარი თავის გარდა.
ადამიანები საკუთარ აგრესიაში იხრჩობიან და გონიათ გულს იოხებენ, გონიათ შვებას პოულობენ, როცა სხვებს აკრიტიკებენ და ლანძღავენ. ამ დროს ენერგეტიკულ ტალახში იხრჩობიან და ვერც კი ხვდებიან, როგორ ერყევათ ფსიქიკა, როგორ ანგრევენ თავიანთ ჯანმრთელობას და მომავალს.
არასოდეს არ დააბრალო სხვას, საკუთარი წარუმატებლობა. ძალიან ხშირად წარუმატებლობა მოდის, თუ ადამიანი წინდახედული არ არის.
ხშირად ამბობენ, რომ ბედი არ წყალობთ.
თქვენ წყალობთ საკუთარ თავს?
წყალობაა, როცა სხვის შეცდომებზე სწავლობთ.
წყალობაა, სხვისი ცხოვრებით რომ არ ცხოვრობ.
წყალობაა, სხვას რომ არ ერჩი.
წყალობაა, როცა საკუთარ შეცდომებს ხედავთ და აღარ იმეორებთ.
წყალობაა, საკუთარ თავში თუ ებრძვი ეჭვებს, შურს, აგრესიას და პირველობის ჟინს.
ხომ იცი, რომ მაინც უნდა დატოვო ეს საწუთრო, რაღას იტანჯები სხვისი ცხოვრების გარჩევით, სხვისი კრიტიკით. ამით შენ ხომ არაფერი გემატება, გარდა დაბინძურებული ენერგიისა. მიხედე საკუთარ უარყოფით თვისებებ და იცხოვრე ლაღად.
ადამიანები ერთმანეთს ერჩიან, ზურგს უკან უთხრიან ერთმანეთს სამარეს, მერე შეხვდებიან, თვალებში უტიფრად შეხედავენ ერთმანეთს და ვითომც აქ არაფეიო.
მაბედნიერებს ჩემი ხასიათი, თვისებები, გეგმები და სურვილები.
გამოიმუშავე ბედნიერების ჰორმონები, რომელიც ყველა ადამიანს უხვად აქვს.
ხშირად გესმით ალბათ ადამიანებისგან – კი არ უნდა ვამბობდე მაგრამ…
ჩემი საქმე კი არ არის, მაგრამ…
ღმერთო მაპატიე მაგრამ…
არავითარი მაგრამ.
არავითარი – მეგონა.
გისურვებთ წარმატებას და სიხარულს
ბედნიერი
გიორგი ჯაჯანიძე