…არ თქვა უარი შენს ოცნებაზე, მან ხომ შენ ამოგირჩია… რაღაცნაირად შემთხვევით თუ კანონზომიერად ერთმანეთს შეხვდით, ან დაიბადა შენში…
… ბავშვობის შთაბეჭდილებები ძალიან მძაფრია, რადგან სულ ახლახან დაიწყო ყველაფერი, და ეს ყველაფერი გასაოცრად შთამბეჭდავია, ყველაფერი ამოუცნობია შენთვის, შენი თავიც კი, ვინ ხარ და აქ რატომ ხარ, ძალიან უხარია ბავშვს სამყარო…
სევდა იმის შესახებ რომ გაზრდილმა, არ შემიძლია განვიცადო ის შთაბეჭდილებები და ის განცდები რასაც ბავშვი განიცდის, როდესაც ცხოვრებას იკვლევს…
წარმოიდგინეთ ასეთი რამ, რომ ახლა გაჩნდით რომელიღაც ზღაპრულ გარემოში ან ნახატში და სრულიად უცნობი სამყარო იშლება თქვენს თვალწინ… მაგრამ ეს სამყარო მაინც აგებული იქნება იმ ნაწილებისგან რასაც უკვე იცნობ, საკუთარი თავიც კარგად ნაცნობია შენთვის, .. ხედავთ ბავშვობის განცდის შეუძლებლობას?!…
… ხოდა ბავშვი რაღაცას, გარკვეული თუ გაურკვეველის გამო წააწყდება მის გონებაში და იწყებს ოცნებას… ხომ აქვს ჯადოსნური სამყარო ამოუცნობი სადაც გაჩნდა და ეხლა კიდევ მომავალში რომ ექნება იმაზე ფიქრობს… ეს არის გასაოცარი განცდა…
… ხოდა აი ვიზრდებით და ყველაფერი ჩვეული ხდება, მაგრამ გვრჩება ბავშვობაში ჩვენი თავის მიერ დანაპირები ზღაპრული რამ, რისი მიღებაც გვსურდა…
ამიტომ არ თქვათ უარი ბავშვობის ოცნებაზე… ესაა გზა რომელიც მიგიყვანთ და სუნს მაინც განგაცდევინებთ მაშინდელი სიახლის, ინტერესის, წადილის, სიმარტივის, და ბედნიერების…
…არ თქვათ უარი ოცნებაზე…
გაუძღვე შენს ცხოვრებას წინ! – ნიშნავს არ ელოდო მოვლენებს სანამ მოხდებიან, არამედ იმოქმედო და შენ თვითონ შექმნა ისინი.
სიყვარულით თქვენი ანნა კვანტრიშვილი ♡