fbpx

„ყოველდღე ხმამაღლა უმტკიცეთ საკუთარ თავს ის, რაც თქვენს ცხოვრებაში გინდათ მოხდეს და ეს მოხდება“

ავტორი ჟოლო
12.6K ნახვა

***

სანამ გადაწყვეტთ სხვის დახმარებას და დაიწყებთ თქვენი ენერგიის, დროის და ფულის დახარჯვას, რომ ის „სასიკეთო გზაზე დააყენოთ“, მანამდე დაფიქრდით ამ ადამიანს რეალურად სჭირდება დახმარება, ითხოვს ის ამას და რაც მთავარია, მზად არის იმ ცვლილებებისთვის, რასაც თქვენ სთავაზობთ?!
წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გამოვა. ის ისევ გააგრძელებს იმის კეთებას, რასაც აკეთებდა, თქვენ კი მას „უმადურად“ მონათლავთ.
აქ საჭიროა გავაცნობიეროთ, იქნებ ის ადამიანი თავის „პრობლემებში“ საკმაოდ კომფორტულადაც გრძნობს თავს.

***

როდესაც პატარა ბავშვი, სიარულს სწავლობს და წაიქცევა, ამისგან ტრაგედიას ხომ არ ქმნის და არ იწყებს ტირილს:
– წავიქეციიი, რა დებილი ვარ ღმერთოოო. ბედი არაა მაააქვს. ვინ დამწყევლააა? ააააა, იიიიიი, უუუუუ….
ასე არ ტირის ხომ? არა ხომ?!
აი, დიდები ამას ხშირად აკეთებენ. უფრო მეტიც, ამ დაბლა დაძნეყვილებს ადგომა და გზის გაგრძელება აღარ უნდათ.

P.S. ბავშვი? რა ბავშვი?! სიცილით წამოხტება და გაიქცევა ისევ.

***

„თუ 20 სანტიმეტრის სიგანის და 3-4 მეტრი სიგრძის ფიცარს მიწაზე დადებთ. ზედ უპრობლემოდ გაივლით (ისე რომ ფიცარს ფეხს ოდნავადაც კი არ ააცილებთ). თუ ამ ფიცარს 30-40 მეტრის სიმაღლეზე ორ სვეტზე დადებთ, ფიცარი რაც არ უნდა მყარად იდოს, ზედ ვეღარ გაივლით.
საქმეში იმაშია, რომ სიმაღლეზე თქვენი წარმოსახვა ერთვება და ჩნდება იმის შიში, რომ ჩამოვარდეთ, ანუ თქვენი წარმოსახვა სჯობნის თქვენს ლოგიკას. ლოგიკურად იცით რომ ამ ფიცარზე გავლა შეგიძლიათ, წარმოსახვა კი „გეუბნებათ“, რომ შეიძლება ჩავარდეთ და ფიცარზე ფეხის დადგმასაც კი ვერ გაბედავთ.
ასე რომ, საბოლოოდ ცხოვრება ლაგდება არა ლოგიკურად, არამედ ისე თუ რა ჰგონია კონკრეტულ ადამიანს, რა აქვს წარმოსახვაში და რისი სჯერა მას.
ლოგიკურად კი ნუ უმტკიცებთ საკუთარ თავს რაღაცეებს, თქვენს წარმოსახვას, ქვეცნობიერს დააჯერეთ, ყოველდღე ხმამაღლა უმტკიცეთ საკუთარ თავს ის, რაც გინდათ, რომ თქვენს ცხოვრებაში მოხდეს და ეს მოხდება.
P.S. ოღონდ ზუსტად იცოდეთ რა გინდათ, რადგან როცა თქვენი ოცნება – ახდება, გამტკნარებული არ დარჩეთ და მერე არ იყოს, „ღმერთო, ეს რამ მანატრებინა, რა დებილი ვარ“ და ა. შ.“

***

„როცა ძალიან დაგჭირდებათ, მოვა თქვენთან ღმერთი.
თქვენ იგრძნობთ მის ხელს, რომელიც შემოგატრიალებთ სამყაროსკენ და გეტყვით: მიუხედავად შენი შეცდომებისა, სისულელეებისა და ცოდვებისა, მე შენ მიყვარხარ და შენთან ვარ!“

რამაზ გიგაური

მსგავსი სტატიები

Leave a Comment