ფიზიკოსები თითქმის ერთი საუკუნეა ამტკიცებენ, რომ მატერიალური სამყარო სხვა არაფერია, თუ არა ენერგიების ვიბრაციათა ოკეანე. სიმყარე ილუზიაა — და ესაა კვანტური ფიზიკის საფუძველი. ის, რასაც ვხედავთ და სიმართლე გვგონია უბრალო ილუზიაა, თითქმის მაგიური ტრიუკი.
თუ კი ეს ასეა, მაშინ რა იჭერს მუდმივად ცვლად ენერგიას გარკვეული მყარ საგნებად თუ სხეულებად? საინტერესოა, რატომ ვხედავთ ადამიანს ნაცვლად ვიბრირებადი ენერგიისა? — ისინი ამბობენ, რომ ამას ჩვენი ფიქრები აკეთებენ.
როგორ მუშაობს ეს ყოველივე?
გავიხსენოთ კინოფირი, სადაც წამში 24 კადრია, რომლებიც ერთმანეთისგან პატარა სიცარიელით გამოიყოფიან, მაგრამ იმ სიჩქარის გამო, რითაც ერთი კადრი ენაცვლება მეორეს, თვალი რჩება მოტყუებული და ჩვენ აღვიქვამთ მოძრავ გამოსახულებას. ტელევიზორის შემთხვევაშიც იგივე პრინციპია — ელექტრონების დიდი რაოდენობა განსაზღვრული წესრიგით „ეხეთქება“ ეკრანს და ქმნის გამოსახულებრივ ილუზიას. ანუ ის, რაც სიმყარედ გვეჩვენება, სულაც არაა მყარი, ეს ეხება ყველაფერს ჩვენს ირგვლივ.
ჩვენ კარგად ვიცით 5 გრძნობა — ხედვა, სმენა, შეხება, სუნი და გემო. მათ გააჩნიათ სხვადასხვა დიაპაზონი ( მაგ: ცხოველს აქვს სმენის სხვა დიაპაზონი, ქვეწარმავალი ხედავს სინათლის განსხვავებულ სპექტრს … ) სხვა სიტყვებით, ენერგიის უსასრულო ინფორმაციულ ოკეანეში ამ შეგრძნებათა დიაპაზონში აღიქვამთ ყველაფრს გარშემო და ჩვეული, ლიმიტირებული ხედვით ვაყალიბებთ საბოლოო სურათს. ეს სურათი არ არის ზუსტი, რადგან ადამიანის შემთხვევაში, მისი გრძნობის ორგანოები არაა უნივერსალური… ჩვენი აღქმები, ჩვენივე ინტერპრეტაცია და საბოლოო ჯამში, ილუზიაა. ყველა ეს ინტერპრეტაცია დაფუძვნებულია რეალობის ხედვის შინაგან რუკაზე და არა უპირობო სიმართლეზე. ეს რუკა ადამიანთა მოდგმის კოლექტიური გამოცდილების შედეგადაა შედგენილი.
ფიქრები მიბმულია ამ უხილავ ენერგიაზე და ახდენენ მის ფორმირებას. ისინი პირდაპირი მნიშვნელობით ცვლიან სამყაროს ნაწილაკურ დონეზე და საბოლოო ჯამში ქმნიან ჩვენივე ფიზიკურ, მატერიალურ არსებობას. მიმოიხედეთ! ის რაც გარშემო გახვევიათ თავდაპირველად გაჩნდა იდეის დონეზე, ყველა ფიზიკური ნივთი ესაა გაზიარებული და გამოხატული იდეა, იგი ფიქრიდან ამოიზარდა და გახდა საგანი, ამისათვის კი გაიარა რამდენიმე ეტაპი.
კვანტური ფიზიკა გვამცნობს, რომ სამყარო სულაც არაა უცვლელი და მყარი, არამედ მდინარეა, რომელიც იშლება და იგება ჩვენი შეუჩერებელი ინდივიდუალური და კოლექტიური ფიქრების დახმარებით.
ჩვენ ყველანი ვართ წმინდა მანათობელი ენერგია, მისი ყველაზე მშვენიერი და ინტელექტუალური კონფიგურაცია. ასევეა აგებული ყველაფერი გარშემო.
ეს მყარი საგნები იმიტომ არიან სწორედ ასეთები, როგორებიც არიან, რომ ჩვენი აღქმა ანიჭებს მათ გარკვეულ ფორმებს და ფუნქციებს. ამდენად, ადამიანური დაკვირვებაც კი შემოქმედებითი პროცესია. კვანტურმა ფიზიკამ დაამტკიცა, რომ ობიექტი არ არსებობს დამკვირვებლის გარეშე, ანუ არაფერი არ არსებობს დამკვირვებლებისაგან დამოუკიდებლად ან თავისთავად.
აქ სამი მოთამაშეა — სული, გონება და სხეული.
ყველას აქვს თავისი უნიკალური ფუნქცია, რომლებსაც სხვები ვერ ანაცვლებენ. სხეული და ზოგადად მატერიალური სამყარო არის ეფექტი, რომელიც გარკვეული მიზეზით შეიქმნა… ეს მიზეზი კი არის ფიქრი.
სხეულს თავად არ შეუძლია იყოს შემქმნელი (მიუხედავად იმისა, რომ ეს ილუზია არსებობს და ბევრი იმედგაცრუების მიზეზი ხდება). ის მხოლოდ გამოცდის და გამოიცდება თავად — ეს მისი უნიკალური მისიაა. სხეული უბრალო ეფექტია, რომელსაც რეალურად არანაირი რესურსი არ გააჩნია ქმნადობისთვის.
ფიქრი არ გამოცდის… მას მხოლოდ შექმნა შეუძლია, ქმნის და აკეთებს ინტერპრეტაციას, ექსპრესიისთვის სწორედ მატერიალურ სამყაროსა და სხეულს იყენებს.
სული არის ყველაფერი, იგი გვანიჭებს სიცოცხლეს ფიქრისა და სხეულისათვის.
ახლა, უკვე შეგვიძლია სამყაროს განსხვავებულად შევხედოთ:
ყველა ჩვენგანი ხდება სწორედ ის, რაზეც მეტად ფიქრობს. ჩვენი ცხოვრება კი გადაიქცევა სწორედ იმად, რასაც ყველაზე მძაფრად წარმოვიდგენთ, გვსურს და გვჯერა. სამყარო, პირდაპირი გაგებით, ჩვენი სარკეა, პირადი სიმართლე წარმოჩინდება ჩვენს წინაშე როგორც უკვე შემდგარი ფაქტი… ვიდრე არ შევცვლით მას, ის უცვლელად აირეკლება რეალობად.
წყარო: https://zrda.wordpress.com