fbpx

ვიტამინ B12_ით მდიდარი საკვები პროდუქტები

ავტორი ნინო გონგაძე
51 ნახვა

ძლიერი იმუნური სისტემა, გაუმჯობესებული ნერვული სისტემა და კიდევ არაერთი სიკეთე – ეს ყველაფერი ვიტამინ B12-ის დამასახურებაა. ზოგადად, ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი B ჯგუფის ვიტამინების მიღება დაბალანსებული დიეტის მეშვეობით დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, თუმცა B12-ის შემთხვევაში (ეხმარება ორგანიზმს დნმ-ის და სისხლის წითელი უჯრედების წამოქმნაში, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს ნერვული სისტემის გამართულ ფუნქციონირებას) საქმე ცოტა სხვაგვარადაა: მისი ბუნებრივი გზით მიღება მხოლოდ ცხოველური საკვებით არის შესაძლებელი, რაც ვეგეტარიანებელების შემთხვევაში პრობლემას ქმნის. B12-ის დღიური რეკომენდებული დოზა 2.4 მიკროგრამია, მისმა ნაკლებობამ კი შესაძლოა გამოიწვიოს სისუსტე, დაღლილობა და თავბრუხვევები. იმისათვის, რომ B12-ის საჭირო დოზა მივიღოთ, შემდეგი ცხოველური საკვები უნდა მივირთვათ:

b-twelve-vitamin

1. კიბორჩხალა – 100 გრამში დაახლოებით 10.3 მკგ ვიტამინ B12-ია, დღიური რეკომენდებული დოზის 171 %. ამას გარდა, კიბორჩხალა ასევე მდიდარია A, B, C ვიტამინებით და მაგნიუმით და ხამანწკების მსგავსად, დიდი რაოდენობით თუთიას შეიცავს.

GettyImages-579014055

2. ხამანწკები – 100 გრამ მოხარშულ პროდუქტში 21.84 მკგ. B12-ია, რაც დღიური ნორმის 364%-ს შეადგენს.

3. სარდინები – 100 გრამში 7.6 მკგ. B12 ვიტამინია. ამას გარდა, ეს ციცქნა თევზი მდიდარია კალციუმით, D ვიტამინით და ომეგა-3 ცხიმ-მჟავებით.

4. კალმახი – 100 გრამ მზა პროდუქტზე B12-ის დღიური ნორმის 90%-ს შეიცავს. ასევე მდიდარია D ვიტამინით, ომეგა-2 ცხიმ-მჟავებით, რაც თავის ტვინის ფუნქციონირებას უწყობს ხელს და ებრძვის ანთებით პროცესებს.  მიირთვით კალმახი გრილზე შემწვარი, მცირე ოდენობით ზეითუნის ზეთთან ერთად.

5. ორაგული – 100 გრამ მოხარშულ თევზზე 4.8 მკგ B12-ს შეიცავს. კალმახის მსგავსად, ორაგულიც მდიდარია ცილებით, ომეგა-3 ცხიმ-მჟავებით და D ვიტამინით. ორაგულის სასარგებლო თვისებების მაქსიმალურად შესანარჩუნებლად, შეწვის ნაცვლად ღუმელში ან გრილზე გამოაცხვეთ.

6. საქონლის ხორცი – 100 გრამზე 1.3 მკგ B12-ს შეიცავს. ამასთან ერთად, მდიდარია თუთიით, B ვიტამინ რიბოფლავინით.

GettyImages-600100779

7. რძე – 1 ჭიქა რძეში დაახელობით დღიური დოზის 18%-ია მოთავსებული. რძე ამას გარდა, კალციუმის და D ვიტამინის კარგი წყაროცაა.

ანიკა

წყარო: BEAUTY AND SPORT

მსგავსი სტატიები

Leave a Comment