ასე ჩამოვსხდებით ხოლმე ბედნიერად 🧡 სითბო, რომელიც ნათიას ახლავს , ყველაზე ძვირფასია 🧡
ღმერთო , ასე უნდა გაგრძელდეს უსასრულოდ .
ესაა ჩემი ყველაზე დიდი სურვილი .
ნათკა ღირს მთელ სამყაროდ , ამაზე უკეთესი საჩუქარი არ მეგულება გვერდით რომ მყავს ჩახუტებული.
ნამეტანი ბედნიერი ადამიანი ვარ …
მსოფლიოში საუკეთესო “ გურული “ ბებიას შვილიშვილი.
ასე გვაცნობს საუკეთესო გურულ ბებიას და სხვადასხვა ვიდეოებით გვაყვარებს კიდეც. ეს ლაღი, მომღიმარი და სიცოცხლით სავსე ბიჭი გივიკოა.
გივიკოს მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ბებიას ფოტოებსა და ვიდეოებს ათასობით ნახვა და კომენტარი აქვს. ასე ჩვენდაუნებურად შემოიჭრნენ გივიკო და ნათკა ბებო ჩვენს ცხოვრებაში და ასე უნებურადვე ჩვენი ოჯახის წევრებად იქცნენ….
ჰოდა, ნათელა, ნათია, ნათი, ნათკა ბებო თბილო და უსაყვარლესო, ჩემი და “ჟოლოს” გუნდის მადლიერება შენ და შენს ლაღ შვილიშვილს, მადლიერება იმისთვის, რომ ასეთი კარგები ხართ და ასე გვილამაზებთ დღეს <3
ესეც გივიკოს ერთ–ერთი პოსტი
“ შენ შემოგევლოს შენი ბებიე “
მთელი “ ბაღნობა “ მის საწოლში გავატარე .
სახეზე მივადებდი ლოყას და ასე ვიძინებდი .
როცა არ მეძინებოდა ვაღვიძებდი მძინარეს .
მის ხელისგულს ვეფერებოდი და
ასე ვჭორაობდით ))
ბევრჯერ მოყოლილ ამბავს ისე მიყვებოდა , თითქოს პირველად ყვებაო .
მეც ისეთი სახით ვუსმენდი , ვითომ პირველად ვისმენდი .
ბოლოს ვეუბნებოდი , მაი ამბავი ვიცოდი-თქო და ბრაზდებოდა ,
აბა რას მაქაქანე ამდენ ხანსო ))
ვეუბნებოდი შენნაირი სიბერე მინდა მქონდეს-თქო .
შენ , რომ მიყვარხარ ისე მინდა ვუყვარდე , ჩემ შვილიშვილებს თქო .
იღიმოდა და მეუბნებოდა – “ ჩემს ასაკამდე ბედნიერად გაგეტარებინოს ცხოვრება , ბები “
ჩემია რა , ჩემი კოხტა და ლამაზი .
ჩემი იმედიანი , ჩემი ჭკუის დამრიგებელი , ჩემი კეთილშობილი , ჩემი გულშემატკივარი , ნათი ყველაზე მზრუნველი .
პ.ს თუ ვინმე მკითხავს , რა არის სიყვარული , აუცილებლად მოვუყვები ამ ამბავს და მჯერა , რომ ის მიხვდება პასუხს .
კიდევ იმასაც მიხვდება , რა თბილი , გემრიელი და ტკბილი ბებია მყავს .
“ გაუფრთხილდით ბებია ბაბუას სანამ გყავთ . ისინი თქვენით ცოცხლობენ “
სიყვარულით გივიკო 💛☀️
დაუმეგობრდით გივიკოს Instagram-ze https://www.instagram.com/giviko.giva/ 👈