fbpx

თუ თქვენს ცხოვრებაში ყოველთვის სხვას ადანაშაულებთ მაშინ….

ავტორი ჟოლო
1.1K ნახვა

თქვენს ცხოვრებაში თუ რამ ხდება და თქვენ ყოველთვის სხვას ადანაშაულებთ ამაში, ანუ თითს იშვერთ სხვისკენ – ღმერთისკენ, სამშობლოსკენ, წინაპრებისკენ, მშობლებისკენ, გვარისკენ, სახელისკენ, ნათესავებისკენ, მეგობრებისკენ, ხალხისკენ, უცოდინრობისკენ, უიღბლობისკენ და ა. შ.-კენ, ეს იმას ნიშნავს, რომ არ გინდათ აიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და აღიაროთ რომ სადღაც რაღაც „ბარაქიანი“ შეცდომა დაუშვით.
ჰოდა, ეს გაშვერილი თითი მიიტანეთ ანაჰატა ჩაკრასთან (მკერდთან) და თქვით „მე“.
კიდევ ერთხელ თქვით „მე“.
ახლა მთლიანად თქვით: „მე დავუშვი რაღაც შეცდომა და ამას გამოვასწორებ. დღეიდან ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს შეცდომა აღმოვაჩინო და გამოვასწორო“.
მშვენიერია. ახლა გადადით მოქმედებაზე.
გისურვებთ წარმატებას!

ავტორი: რამაზ გიგაური

მსგავსი სტატიები

Leave a Comment