fbpx

თუ თქვენ გეჩვენებათ, რომ ვინმეს სძულხართ, არ უყვარხართ, არ გაფასებენ

ავტორი ჟოლო
135 ნახვა

…ერთხელ როცა მოსკოვში ვსწავლობდი და იქ მოგეხსენებათ საბუთების მომგროველბლობა და ინსტანციებში ბარება მთავარი საქმიანობაა ყოველი მოქალაქისათვის, მომიწია ფსიქიატრის კონსულტაციის გავლა, რათა ინსტიტუტში მოვხვედრილიყავი!

ფსიქიატრი შემხვდა გასაოცარი.
ხომ არ გეჩვენებათ ხოლმე რაიმეო? – მკითხა….
ეს ფრაზა რუსულად ცოტა ორაზროვნად ჟღერს და მეც რატომღაც მეორე აზრს გავყევი და “კი, მეჩვენება რომ ადამიანებს ისე არ ვუყვარვარ როგორც მე მიყვარს ისინი თქო” – ვუთხარი….

წარბიც არ შეუხრია ისე ჩამიწერა ანკეტაში რომ “პაციანტი ჩივის, რომ რაღაცეები ეჩვენებაო”

ჩემო ძირფასებო!
თუ თქვენ გეჩვენებათ რომ ვინმეს სძულხართ, არ უყვარხართ, არ გაფასებენ და ა.შ. – თქვენ არ ცდებით: – თქვენ ეს ნამდვილად გეჩვენებათ და იმუშავეთ იმაზე, რომ არ გეჩვენებოდეთ….

თუ თქვენ გგონიათ, რომ არ გამოგივათ, ვერ შეწვდებით, ვერ შეძლებთ – ამჯერად საკუთარ შეგონებებზე მოგიწევთ მუშაობა…

თუ თქვენი ხედვით სამყარო უკუღმართი და უსამართლოა – ამ შემთხვევაში ხედვის შეცვლა მოგიწევთ და არა სამყაროსი!

სულგრძელობითა და დიდსულოვნების სავსე ხედვებს, შეგრძნებებს და მოჩვენებებს გისურვებთ, რადგან ცხოვრება საბოლოოდ სწორედ ისე ლაგდება, როგორც შთაიგონებთ!
ღმერთი თქვენსკენ!

ფსიქოლოგი – ხათუნა მუზაშვილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment