fbpx

„თუ თქვენ ხშირად „იკვებებით“ Fast food ინფორმაციით“ – რამაზ გიგაური

ავტორი ჟოლო
44 ნახვა

ადამიანი ენერგიის ძირითად ნაწილს იღებს ჰაერისგან, წყლისგან და საკვებისგან. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია რამდენად სუფთა ჰაერს სუნთქავს, რამდენად სუფთა წყალს სვამს და რამდენად ჯანსაღი პროდუქტით იკვებება.
ენერგიის ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა ინფორმაციაც.
ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, უნდა გააცნობიეროთ რამდენად პოზიტიურ ინფორმაციას იღებთ.
Fast food არა მხოლოდ საკვებში, არამედ ინფორმაციაშიც არსებობს და ის ისეთივე „გემრიელია“, როგორც საკვებში.
თუ თქვენ ხშირად Fast food ინფორმაციით „იკვებებით“, დიდი ალბათობით ენერგეტიკულ დონეზე დაგემართოთ ის, რაც შეიძლება დაემართოს ადამიანს, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში, დღეში სამჯერ იკვებება Fast food-ის საკვებით.

რამაზ გიგაური

მსგავსი სტატიები

Leave a Comment