როცა რაიმე თამამ გადაწყვეტილებას მიიღებთ… წონადს, რომელსაც თქვენი ცხოვრების უკეთესობისაკენ შეცვლა შეუძლია….
პირველი ვინც შემოგხვდებათ ამ გზაზე მისი უდიდებულესობა „წინააღმდეგობაა“…
ათლეტური აღნაგობის, შეკრული, დარწმუნებული ნაბიჯებით….ფრიად არგუმენტირებული საუბრით….ცხვირზე სათვალე დაბნეული ( ჭკვიანური იმიჯის შესაქმნელად) – იგი უეცრად აღმოცენდება თქვენს წინ და გეტყვით: „მომისმინე მეგობარო, ეგრე არ არის, შენ რომ გგონია….ასეთი მარტივი რომ იყოს ყველაფერი…..“
და ა.შ.
თქვენი ამოცანაა:
#1. ამოიცნოთ და ვინმე „კეთილი ბიზია“ არ გეგონოთ…მიმართეთ სახელით…გიცნობ შენ ჩემი შინაგანი წინააღმდეგობა ხარ…
#2. არ მოიხიბლოთ – იგი საკმაოდ სიმპატიურია და მომხიბვლელი …
#3. არ დაკომპლექსდეთ – იგი იმდენად განათლებულია, საოცარი ანალიტიკური აზროვნების უნარით…შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მან თქვენზე მეტი იცის…..მან მხოლოდ ის იცის რაც თქვენ:)
#4. შემოირიგეთ – თქვენი ამოცანაა აუხსნათ მას, რომ თქვენს მხარეზე გადმოვიდეს და ერთად შეუტუოთ პრობლემებს … გადმოიყვანეთ იგი თქვენს მხარეზე და პირველი „ლეველი“ გავლილი გექნებათ…..
გაგრძელება იქნება 🙂
ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი