fbpx

იპოვეთ ცხოვრების მიზანი!

ავტორი Ann
1,717 ნახვა

ხშირად გეჩვენებათ, რომ თქვენი ცხოვრება მხოლოდ რუტინაა? ერთადერთი არ ხართ, უამრავი ადამიანი ფიქრობს, რომ მისი ყოველდღიურობა ძალიან მოსაწყენია. იღვიძებ დილით, მიდიხარ სამსახურში, ემსახურები ერთ საქმეს, ბრუნდები სახლში, იძინებ. მხოლოდ შიგადაშიგ ხდება მცირედი გადახვევა. თანდათან ცხოვრება მოსაწყენი ხდება, რადგან აღარ გაქვთ მიზანი, რისთვისაც უნდა იბრძოლოთ.

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების მიზანი და შთაგონება:

ჩაუღრავდით – ნაცვლად იმისა, რომ დასკვნები დადოთ, დასვით შეკითხვები. შეკითხვები ყოველთვის მიმართული არიან ზრდისა და განვითარებისკენ, დასკვნებს კი დასასრულისკენ მიჰყავხართ. 

დასახეთ მომავალი – შეადგინეთ სასურველი გეგმა და ჩამოწერეთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც მომავალში გსურთ, მნიშვნელობა არ აქვს რამდენად სასაცილო შეიძლება ჩანდეს ამ მომენტისთვის. ამის შემდეგ ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც თქვენი აზრით, მათ განსახორციელებლად დაგჭირდებათ. 

გააკეთეთ 40/20 – იმუშავეთ 40 საათი, მაგრამ შემდეგი 20 საათი დაუთმეთ საკუთარ გეგმებს, თვითგანვითარებას, საუბრებს, ადამიანებთან ურთიერთობას. 

შეხედეთ საკუთარ თავს სხვისი თვალით – ეცადეთ იპოვოთ საკუთარი თავი, თქვენი რეალური მე და არა ის, როგორიც ოჯახის წევრებს, მეგობრებს თუ თანამშრომლებს სურთ იყოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ ამოიცნოთ თქვენი ნამდვილი მიზანი და მისწრაფება.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment