139
პატარა ქალაქი კანევარა იტალიაში მდებარეობს და ის ცოტა ხნის წინ მომაკვდავად ითვლებოდა. 700 ადამიანიდან იქ 200-მდე ძლივს იყო დარჩენილი და სრულიად დაცლა ემუქრებოდა. ადგილობრივი ტაძრის წინამძღვარმა გადაწყვიტა ღვთისმსახურება შეეწყვიტა და ეკლესია დაეხურა, რადგან ხალხი იქ თითქმის აღარ დადიოდა, თუმცა როგორც თავად ამბობს მოულოდნლად იქ სასწაული მოხდა.
„2012 წელს ქალბატონებმა ტაძარი ყვავილებით მორთეს. მოულოდნელად უამრავმა ადამიანმა დაიწყო სიარული.“ – ამბობს მამა ერნესტ ზუჩინი. საქმე ის გახლავთ, რომ ადგილობრივების რწმენით ტაძარში ქრისტეს სახეა გამოსახული და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ქალაქი დაცლას გადარჩა.
[ot-video type=”youtube” url=”https://www.youtube.com/watch?v=DH8Fq7nwXjI”]