“არასდროს დაწვეთ დასაძინებლად, ქვეცნობიერთან მოთხოვნის გაგზავნის გარეშე”
© თომას ედისონი
ადრე მქონდა შემოთავაზებული თემა: მისწერეთ წერილი ქვეცნობიერს
დღეს, შემოგთავაზებთ თემას, თუ როგორ უნდა წარმართოთ ის, სასურველის მისაღებად. გახადოთ თქვენი დამხარე და ერთგული თანამგზავრი მთელი სიცოცხლის მანძილზე და ჩააყენოთ თქვენს სამსახურში!
ქვეცნობიერს მაშინ უყვარს მუშაობა, როდესაც ფიზიკური სხეული ასრულებს ადვილ, მექანიკურად გასაკეთებელ საქმეებს. ეს შემიძლია დაგიმტკიცოთ ძალიან მარტივად.
მოდით გკითხავთ: დღეს რამდენი იდეა მოგივიდათ მაგალითად, როცა მანქანას მარათვდით, ან სანამ სამსახურიდან სახლამდე მიხვიდოდით, ან როცა იღებდით შხაპს?…
როდესაც ხართ მოდუნებული, მცირედად გაფანტული – თქვენი ქვეცნობიერი ამ დროს იმყოფება როგორც ამბობენ „თავის სტიქიაში!“ და საუკეთესოდ მუშაობს.
ამაზე ვრცლად საუბრობს ჯონ კეხო, თავის წიგნში “გონების ძალა“
ქვეცნობიერისთვის მოთხოვნის გაგზავნას, შეუძლია გაზარდოს თქვენი მოტივაცია. გახდეთ მეტად ბედნიერი. გაიზარდოს ემოციურად შეგრძნებების აღქმა(დაინახოთ ის, რასაც ადრე ვერ ხედავდით და ვერ გრძნობდით).
თუ ყოველდღიურად მიმართავთ ამ მეთოდს, შეამჩნევთ ცვლილებებს ერთ თვეზე ნაკლებ დროში.
გთავაზობთ 3 ნაბიჯს:
როგორ უნდა გავუგზავნოთ მოთხოვნა ქვეცნობიერს.
მოცემული ტექნიკის გაკეთება სასურველია, სანამ წახვალთ დასაძინებლად.
ამას დასჭირდება, მხოლოდ 5 წუთი:
ნაბიჯი 1:
იპოვეთ მშვიდი, მყუდრო ოთახი. დაჯექით. დახუჭეთ თვალები და ერთი წუთის მანძილზე იფიქრეთ სასურველზე. იოცნებეთ რაზეც გინდათ. დაიწყეთ მცირედით. ქვეცნობიერს ნუ მოსთხოვთ თვის ბოლოს ასტრონავტობას და მარსზე გაგზავნას ან თუნდაც მილიონ დოლარს…მართალია, თქვენი ქვეცნობიერი მუშაობს ეფექტურად მაგრამ, არა ამ დონეზე.
ნაბიჯი 2:
წარმოიდგინეთ, ორი წუთის მანძილზე – მიღწეული მიზანი. დილით როგორ დგებით ადრე დარბიხართ ან იკვებებით სწორად. შეეცადეთ, წარმოიდგინოთ კონკრეტული სიტუაცია მკაფიოდ.
მაგ: დილით გინდათ ადგეთ ადრე და ირბინოთ:
წარმოიდგინეთ დგებით ჩვეულებრივზე ადრე, იცვამთ სპორტულ სამოსს, ბოტასებს და გადიხართ სუფთა ჰაერზე. მერე იწყებთ სირბილს, აკვირდებით როგორ ამოდის მზე, ჩიტები ჟღურტულებენ თავს გრძნობთ ფანტასტიუტად.
ნაბიჯი 3:
დახარჯეთ კიდევ ორი წუთი, რათა მთელი გულით იგრძნოთ, სასურველის ახდენის დროს მიღებული შეგრძნებები.
მაგ: დილის ვარჯიშიდან დაბრუნებული, როდესაც სახლის კარებს უახლოვდებით რას გრძნობთ? ენერგიის მოზღვავებას, სიხარულს? მიუხედავად იმისა, რეალურად მიაგაჩნიათ თუ არა ის, რაზეც ოცნებობთ, წარმოიდგინეთ, რომ უკვე მიიღეთ და შინაგანად განიცადეთ ეს ემოცია. შეუერთდით ამ გრძნობებს სრულად (რა რეაქცია გაქვთ, რას ამბობთ, როგორ იქცევით, ვინ არიან თქვენ გარშემო…) და მხოლოდ ამის მერე, წადით დასაძინებლად. დანარჩენი პროცესები მიანდეთ ქვეცნობიერს. მიეცით მას საშუალება გააკეთოს თავისი საქმე.
დაახლოებით ერთ თვეში შეიგრძნობთ შედეგს. დაინახავთ თუ როგრო მოიზიდავს თქვენი ქვეცნობიერი თქვენს ოცნებაზე გამავალ შესაძლებლობებს – დაარქვით ამას იღბალი ან შემთხვევითობა.
ხო, მართლა…
მოქმედებებზე თქვენ უნდა გადახვიდეთ.
ახლა, მოქმედებას და ხელის განძრევასაც, მას ნუ მოსთხოვთ. ის, აკეთებს თავის საქმეს, გაჰყავხართ სასურველის მიღების შესაძლებლობაზე.
პირობა:
- გაკეთეთ ეს სავარჯიშო სისტემატურად
- ნუ გაუგზავნით დიდ მოთხოვნებს. თავიდან დაიწყეთ მცირედით.
- იყავით მისი მადლიერი ყოველთვის
გისურვებთ წარმატებებს!
ქოუჩი და წარმატების ექსპერტი თამარ კვარაცხელია
წყარო:https://zrda.wordpress.com/