43
“კი ველოდი ამ შეგრძნებას, მაგრამ ასე მალე არა, რადგან საამისოდ ის ჯერ კიდევ პატარაა. ჯერ 6 თვისაც არ არის.
თუმცა, ტიტინი მალე დაიწყო, ხელების წინ წამოწევა, ამიყვანეს ნიშნად, სახეზე მოთათუნება ნაცნობი სურნელისა და ცოტა წვერმჩხვლეტავი კანის შესაგრძნობად.
მე მისთვის ჯერ ვერაფერი გავაკეთე, მაგრამ უკვე თქვა 1 ლი სიტყვა.
ამას ველოდი, ამ შეგრძნებას ველოდი, იმასაც ველოდი, რომ ეს პატარა გოგო – ანიტა რომ ჰქვია, ჯერ დედას იტყოდა და მერე ყველაფერს, მაგრამ “მამა” – ეს მისი პირველი სიტყვა რომ იყო, ჯერ არ ველოდი”- წერს სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი და პატარა ანიტას ვიდეოს აქვეყნებს.