fbpx

,,მართალი ციალა (თანამედროვე პატერიკი)“

ავტორი ჟოლო
28 ნახვა

„ჩვენში ძალადობა ნორმაა. სახელმწიფო სამსახურში, ეკლესიაში, ოჯახსა თუ ქუჩაში ნაირნაირი ,,ბლატნოები“ ბღავიან, ღრიალებენ და ბატონობენ. ამასთან დაკავშირებით, მოვიყვან მოკლე ნაწყვეტს ჩემი ახალი მოთხრობიდან – ,,მართალი ციალა (თანამედროვე პატერიკი)“ :

,,ციალა იყო ყველასთან და ყველაფერში ,,მართალი“, ხოლო განსხვავებული აზრის გაგონებისას ან, ღმერთმა ნუ ჰქმნას, შეკამათების შემთხვევაში, ის ხმას ყვირილამდე უწევდა და გარშემომყოფნიც ჩუმდებოდნენ – ასეა, ნორმალური ადამიანები ჩხუბს ერიდებიან, რითიც, თავის მხრივ, ,,მართლობის“ ჟინით შეპყრობილი, გაამაყებული ადამიანები სარგებლობენ და ძალადობრივი დიქტატის სფეროს აფართოებენ; ამას გარდა, ციალას ზურგს ხომ მასზე ოდნავ ,,ნაკლებად მართალი“, მაგრამ მაინც ყველაფერში ,,მართალი“ მასები უმაგრებდა.

მოურიდებლად რომ ვაღიაროთ, ინდივიდზე, მის თავისუფალ ნებაზე ციალა უმრავლესობის ტრაკით ძალადობდა. მართალია, პოეტი გვასწავლის, რომ შიში შეიქმნ სიყვარულსაო, მაგრამ, ,,ჯორდი“, მე მაინც ჩემს აზრზე დავრჩები – შენი რომ ვინმეს ეშინია, სწორედ ესაა ყველაზე სამარცხვინო. შიშზე დაფუძნებული სიყვარულის მე არ მწამს – ძალადობა ამაზრზენია, ხოლო სიძულვილის ენა და ყვირილი – უღირსი, მდაბიო ადამიანების იარაღია და მე არ მჭირდება ამ ირაღით მოპოვებული თუნდაც დიდი გამარჯვება.
მოძალადე – კაციც სამარცხვინოა და სახელმწიფოც“

მსგავსი სტატიები

Leave a Comment