fbpx

„არასოდეს არავისი არაფერი არ შეგშურდეს და შენ წარმატებული იქნები“ – კახი კავსაძე

ავტორი ჟოლო
1.8K ნახვა

-უკაცრავად

-გისმენთ, – მპასუხობს ქალბატონი

-ბატონ კახისთან ვრეკავ

-დიახ

-თუ შეიძლება სთხოვეთ

-ახლავე

ეძახის…

კახის არ ესმის, ხმამაღლა საუბრობს… რამდენიმე წამიც და ხმას უფრო უმაღლებს… სიტყვებს ვერ ვარჩევ, მხოლოდ ყვირილი ისმის…

ჩხუბობს, გაბრაზებულია… უუუჰ რა ცუდ დროს დავრეკე, – ვეუბნები ჩემ თავს, ვერ დავითანხმებ…

უნდა დაითანხმო… და-ი-თან- ხმო – მიბრუნდება პასუხი წამებში… პასუხს, განწყობის ასამაღლებლად ჩემმა ოპტიმისტმა მემ კახის შვილიშვილის ინტერვიუდან ამონარიდიც მოაყოლა – „ბაბუს და მამას ერთნაირი სტილი აქვთ საუბრის, იმდენად ხმამაღლა ლაპარაკობენ, რომ უცხოს ჩხუბი ჰგონია“ …

-ეს შენ გინდა ასე და მოიგონე რაღაც – უკვე ღიმილით ვუბნები ჩემს „სუპერფექტურ მეს“

-ვიღაც გოგონა რეკავს – გამოვყავარ ხმას ფიქრებიდან

ნაბიჯების ხმა მიახლოვდება, ვღელავ

-გისმენთ ბატონო

-ბატონო კახი, თქვენი ერთ-ერთი თაყვანისმცემელი ვარ , თხოვნით გირეკავთ.

-დიახ

-მონაწილეობას ვიღებ ტრენინგში „სუპერეფექტურობა“

-სად ბატონო?

-„სუპერეფექტურობა“, „წარმატების ტრენერი“ ხვიჩა მებონია ატარებს და ძალიან უცნაური დავალება მოგვცა, წარმატებულ და ცნობილ ადამიანთან ერთად ვიდეო უნდა გადაიღოთო. მე თქვენ აგირჩიეთ, ნუ მეტყვით უარს.

… პაუზა …. უუუჰ…

-სულ 5 წუთს წაგართმევთ, მხოლოდ ერთ კითხვაზე უნდა მიპასუხოთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ წარმატებული გახდე, – მივაყარე სულმოუთქმელად ,

-მე წარმატებული ვარ?

-ჩემთვის და სხვა ბევრისთვისაც წარმატებული ხართ ბატონო კახი…

– ძალიან გჭირდებათ ეს ვიდეო გადაღება თუ რაღაც?

-ძალიან, ამაზეა დამოკიდებული ჩემი და ჩემი გუნდის გამარჯვება…  ნუ მეტყვით უარს.

-როდისთვის გინდათ?

-აი, ამ წამსაც რომ მითხრათ მოდიო, გამოვფრინდები და რამდენიმე წუთში თქვენთან გავჩნდები …

-ალო… ბატონო კახი

-დიახ ბატონო

– უკვე თქვენს სადარბაზოში ვარ, სიხარულისგან ისე დავიბენი დამავიწყდა მეკითხა – რომელ სართულზე ხართ?…

დეა თავბერიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment