fbpx

მესტია მსოფლიოს ყველაზე ეგზოტიკურ ადგილებს შორის

ავტორი ჟოლო
45 ნახვა

ტურისტებისთვის საქართველო თანდათან უფრო მიმზიდველი ხდება, ამას არა მხოლოდ მათი რაოდენობა ადასტურებს, არამედ საქართველოს ან ქართული კურორტების მოხვედრა მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ადგილებს შორის. ცოტა ხნის წინ The New York Times-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში „რომელ ქვეყნებს ვეწვიოთ 2015 წელს“ საქართველო 25-ე ადგილს იკავებდა. მსგავსი სია გამოაქვეყნა გამოცემამ Elite Daily, რომელშიც 2000-იანი წლების ყველაზე ეგზოტიკურ 50 ადგილს ასახელებს, რომლებიც ტურისტებმა უნდა მოინახულონ. მათ შორის მესტია მე-9 ადგილს იკავებს.

 

„მესტია პატარა ქალაქია ჩრდილოეთ საქართველოში, თუმცა მისი ნახვა ნამდვილად ღირს. დალიეთ ქართული ღვინო, დალაშქრეთ იქაური ადგილები, გაესაუბრეთ ადგილობრივებს და მიიღეთ უდიდესი სიამოვნება კავკასიის მთების ხილვით“, – წერს გამოცემა.

 

საქართველო სიაში იტალიის, საფრანგეთის, ბელგიის, მექსიკისა და სხვა წამყვანი ქვეყნების გვერდით მოხვდა.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment