”ადამიანს შეუყვარდება სხვა ადამიანი, რადგან უეცრად, თავისთვის მოულოდნელად, მასში დაინახავს რაღაც ისეთს, რაც ადრე არასოდეს უნახავს.
ხდება ხოლმე: ახალგაზრდა ადამიანები ეკუთვნიან რაღაც საერთო წრეს, ცხოვრობენ ერთანეთის გვერდით, მუშაობენ ერთად, მონაწილეობენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და უეცრად ის, ვისაც აქამდე ვერავინ ამჩნევდა, ექცევა ამ წრიდან ვინმეს ინტერესების ცენტრში:
რაღაც მომენტში ერთმა ადამიანმა დაინახა მეორე არა მხოლოდ თვალებით, არამედ გულსა და გონებაში რაღაცნაირი წვდომით და ეს ადამიანი, რომელიც უბრალოდ ერთ-ერთი იყო მრავალთა შორის, მისთვის უეცრად ერთადერთი ხდება მაშინ ადამიანი წარმოდგება ახალი მშვენებით, ახალი სიღრმით, ახალი მნიშვნელობით.
ასეთი ზმანება შესაძლოა გაგრძელდეს წლობით, შესაძლოა გაგრძელდეს მთელი ცხოვრება. მაგრამ ზოგჯერ, რაღაც დროის გავლის შემდეგ, ეს ზმანება მკრთალდება (როგორც ხდება ხოლმე, რომ მზე ფანჯრიდან გადავა და უეცრად ამ ფანჯრის ნათება მკრთალდება). ამ მომენტში საქმეში ერევა რწმენა. რწმენა აი, რა გზით:
რწმენა, როგორც დაჯერება, რომ ის, რაც ოდესღაც იყო თვალნათლივი, ხოლო ახლა გახდა უჩინარი – სარწმუნოა, უეჭველია.
ასეთი რწმენით ვცხოვრობთ მეტ-ნაკლებად ყველანი. არის ხოლმე განსაკუთრებული, ღრმა, ამაღლევებელი შეხვედრის მომენტები; შემდგომ ვუბრუნდებით ჩვეულებრივ ცხოვრებას; მაგრამ კვლავ აღმოვჩნდებით რა პირისპირ ადამიანთან, რომელიც ამ განცდასთან არის დაკავშირებული, ვიცით, რომ ჩვენს მიერ დანახული – არ არის მთლიანი ადამიანი, რომ მასში არის ისეთი სიღრმე, რომლის დანახვა ახლა მეტად აღარ შეგვიძლია. და ამ ადამიანთან ახლებურ ურთიერთობაში შევდივართ.”
წყარო: Facebook