“90-იან წლებში ისე უჭირდათ, შარვალზე დასაკერებელი ნაჭერი და ძაფი არ ჰქონდათ და იმ ადგილს ფეხზე შავად იფერადებდნენ.
ასეთ თემებს გვიყვებოდნენ მოხუცი ბაბუები.
მე პატარა ვიყავი და არ მახსოვს კარგად ეს გაჭირვება. პურის რიგები მახსოვს, დაღლილი ადამიანები. მე მჭადი მიყვარდა ბავშვობიდან და არ ვდარდობდი დიდად უპურობას. მაშინ მიუხედავად დიდი გაჭირვებებისა, ჩვენი თაობა ვფიქრობდით “კურსობანასა” და “რეზინობანას” თამაშზე.
მაშინ არც პირსინგი ვიცოდით რა იყო და არ ე.წ ტატუ. მაგრამ მაინც ბედნიერი ბავშვები ვიყავით. გაღატაკებული ქვეყნის ფეხშიშველა გოგო-ბიჭები. არ არის ცუდი კომპიუტერი, მობილურები და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც მგონია, რომ მე იმ უკლუბო, უშარდენო თბილისში უფრო ბედნიერი ბავშვი ვიყავი, ვიდრე ჩემი შვილი მობილურ აიპად -აიფონიან ქვეყანაში. ყველაფერი რომ აქვთ და მაინც რაღაც სულ აკლიათ…
მინდა უბრალო ბავშვი, ბავშვური თამაშებით, ბავშვური სიტყვებით…გქონდეთ ბატონო მობილურებიც, კომპიუტერებიც, მაგრამ ჩვენ, სხვა ადამიანებსაც, გვაგრძნობინეთ თქვენს ცხოვრებაში არსებობის აუცილებლობა. ერთმანეთს ვაგრძნობინოთ ერთმანეთის საჭიროება?”- წერს სოციალურ ქსელში ლექტორი და პოეტი თამუნა ხელაძე.