18
“შეცდომაა – აფხაზეთი დავკარგეთ!
სწორია – აფხაზეთი წაგვართვეს!
წართმეულს იბრუნებენ, დაკარგულს – არა.
აფხაზეთის ომი ორივე მხარის კისერზეა, რადგან ვერ ავირიდეთ რუსეთის ბოროტი გეგმები.
ეს ომი აფხაზებსა და ქართველებს მძიმედ დაგვიჯდა და ვიდრე ამ შეცდომებს არ გავიაზრებთ, კვლავ მძიმედ დაგვიჯდება.
მე მიყვარს აფხაზები, ისეთი, ჩემს მეგობარ კოკოს რომ ახსოვს – კეთილი, ლაღი, სტუმართმოყვარე და მშრომელი. თუმცა, ეს აფხაზებიც წაგვართვეს.
წართმეულს იბრუნებენ, დაკარგულს – არა.
მე მინდა, რომ აფხაზეთი აფხაზებით დავიბრუნოთ, მათ ჩვენ დაგვიბრუნონ და აღარასოდეს გავხდეთ მტრის ბოროტი ჩანაფიქრის მსხვერპლი”…
გოგა ჩანადირი