გგონიათ ქორწინების მტერი მხოლოდ ჩხუბი და ფინანსური პრობლემებია? ამერიკელი ქორწინების ფსიქოლოგების აზრით, არსებობს კიდევ რამდენიმე მიზეზი, რომლებიც ნელა და უხილავად ანადგურებენ ქოწინებას და თქვენ ამას ვერ ხვდებით:
მეგობრებისთვის ნაკლების დროის დათმობა – მეორე ნახევართან დროის ხშირად გატარება, რასაკვირველია, ძალიან სასიამოვნოა, თუმცა ყველა ადამიანს სჭირდება დამოუკიდებელი სივრცე. მეგობრებთან ერთად სადმე გასვლა, გართობა, განტვირთვა აუცილებლად დაგეხმარებათ იმაში, რომ უფრო პროდუქტიული იყოთ და უკეთ გაუგოთ მეუღლეს.
ვერ გრძნობთ შეხების საჭიროებას – აუცილებელი არ არის ყოველდღე გქონდეთ სექსი პარტნიორთან, თუმცა აგრძნობინოთ მას, რომ სასურველია, ნამდვილად საჭიროა. უბრალოდ ჩაეხუტეთ, მოეფერეთ მას რაც შეიძლება ხშირად.
მეგობრების ცუდი გავლენა – მართალია მეგობრებთან აქტიური ურთიერთობის შენარჩუნება საჭიროა, თუმცა, თუ ხედავთ, რომ ისინი ცუდად იქცევიან ეცადეთ შორს დაიჭიროთ თავი. ხედავთ, რომ თქვენი მეგობარი ფარულად სხვას ეფლირტავება, ხშირად წუწუნებს მის წარუმატებელ ქორწინებაზე? მაშინ ასეთი ადამიანი თქვენზე ცუდ გავლენას ახდენს და უმჯობესია მოიშოროთ.
ვერ ხვდებით სისუფთავის საჭიროებას – არ შეიძლება მხოლოდ ერთი ადამიანი ზრუნავდეს მუდამ სისუფთავეზე. ფსიქოლოგების კვლევით წყვილს, რომელიც თანაბრად ინაწილებს ოჯახის საქმეებს გაცილებით უკეთესი ოჯახი აქვს.
საუბარი ურთიერთობაზე – მეორე ნახევრისთვის მხოლოდ იმის კითხვა როგორ ჩაიარა დღემ საკმარისი არ არის. ზოგჯერ თქვენ უნდა დასხდეთ და ისაუბროთ თქვენს ურთიერთობაზე, გაიგოთ რა გაახარებს თქვენს მეორე ნახევარს თქვენგან.
ხართ მხოლოდ ოთახის ამხანაგები – თუ თქვენ გადაიქეცით ადამიანებად, რომლებიც მხოლოდ ერთ ოთახს იზიარებენ, თუნდაც გქონდეთ საერთო საბანკო ანგარიში და გყავდეთ შვილები, თქვენ წყვილი აღარ ხართ.