ლინ –ჩი ყვება:
ახალგაზრდობაში მყავდა პატარა ნავი. ძალიან მომწონდა ამ ნავით სეირნობა. როცა ვიგრძნობდი თავს მარტოსულად ვჯდებოდი, შევაცურებდი ღრმად ტბაში და საათობით ვიყავი იქ.
ერთხელ ნავში ვიჯექი დახუჭული თვალებით და ვმედიტირებდი. იდგა არაჩვეულებრივი ღამე. უცებ ვიგრძენი, რომ ჩემს ნავს რაღაც დაეჯახა. გავბრაზდი, გამიჩნდა სურვილი გამომელანძღა ის, ვინც ასე უცერემონიოდ ხელი შემიშალა. გავახილე თვალები და….
დავინახე ცარიელი ნავი.
ჩემს ბრაზს არ ჰქონდა არსად წასასვლელი, ვერავიზე ვერ „გადმოვყრიდი“.
ვისზე უნდა გავბრაზებულიყავი?
არაფერი დამრჩენოდა გარდა იმისა, რომ დამეხუჭა თვალები და გამეგრძელებინა მედიტაცია. ასეც მოვიქეცი. მედიტაციის დროს, დავუწყე ჩემს ბრაზს „შეთვალიერება“. იმ წუთას, როცა დავინახე ჩემი ბრაზი და ვაღიარე მისი არსებობა, სწორედ მაშინ, გადავდგი პირველი ნაბიჯი შინაგანი ზრდის გზაზე.
ამ წყნარ ღამეში, მივუახლოვდი საკუთარი თავის სიღრმეებს. ცარიელი ნავი გახდა ჩემი მასწავლებელი.
ამის მერე, თუ ვინმე ეცდებოდა ჩემს გაბრაზებას და ვგრძნობდი თუ როგორ იღვიძებდა ჩემში ბრაზი, ვიღიმებოდი და ვამბობდი:
ეს ნავიც ცარიელია
მე ვხუჭავდი თვალს და ვუღრმავდებოდი საკუთარ თავს…
თამარ კვარაცხელია, ქოუჩი და წარმატების ექსპერტი პიროვნული ზრდის საკითხებში