fbpx

თვისება, რომელიც თქვენს ურთიერთობას გადაარჩენს

ავტორი Ann
605 ნახვა

ურთიერთობაში ხშირად დგება გარკვეული კრიზისი და წყვილემა აღარ იციან როგორ გადაარჩინონ თავიანთი სიყვარული. პრობლემების სათავე მოდის იქიდან, რომ ადამიანები კარგავენ პატიების უნარს.

ხშირად წყვილებს კამათი მოსდით იმდენად უმნიშვნელო თემებზე, რომ რაღაც პერიოდის გავლის შემდეგ თავადაც აღარ ახსოვთ რის გამო იკამათეს, თუმცა სიტყვები, რომლებიც გაბრაზების დროს შესაძლოა ერთმანეთს აკადრონ შესაძლოა რთული დასავიწყებელი იყოს.

პატიება არის ის თვისება, რომელსაც ურთიერთობის გადარჩენა შეუძლია. საქმე ისაა, რომ პატიება ნიშნავს გსურდეს მსხვერპლის პოზიციიდან გამოსვლა და საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღება. პატიების უნარის არქონა პირველ რიგში შინაგან კომპლექსზე მიუთითებს.

წყვილები, რომლებსაც აქვთ პატიების უნარი ახერხებენ გამოვიდნენ იმ მომწამლავი ურთიერთობიდან რასაც გულისტკენა მოაქვს.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment